
ავტორი
Front News საქართველო
იმიტომ არის ეს რუსული კანონი დამაზიანებელი, რომ ხელს შეუშლის სადამკვირვებლო ორგანიზაციების ფუნქციონირებას, – ამის შესახებ “სამართლიანი არჩევნების” ხელმძღვანელმა ნინო დოლიძემ განაცხადა.
მისი თქმით, თავისუფალი არჩევნებისთვის არა მხოლოდ არჩევნების დღე არის მნიშვნელოვანი, არამედ წინასაარჩევნო პროცესები.
“თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები არ გულისხმობს მხოლოდ ერთ დღეს – არჩევნების დღეს, ეს გულისხმობს, რომ წინასაარჩევნო პერიოდში ადმინისტრაციული რესურსი არ უნდა იყოს გამოყენებული, არ უნდა მოხდეს ზეწოლა, მუქარა, მოსყიდვა. მათ შორის, უნდა იყოს თანაბარი პირობები პოლიტიკური პარტიებისთვის და ასე შემდეგ და რა თქმა უნდა, ერთ-ერთი ფაქტორი არის არჩევნების დაკვირვება და გამჭვირვალობა, ამიტომ არის ეს რუსული კანონი დამაზიანებელი, რომ ხელს შეუშლის სადამკვირვებლო ორგანიზაციების ფუნქციონირებას” , – განაცხადა ნინო დოლიძემ.
თაგები:
ნინო დოლიძე
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს