ნინო დოლიძე – “ქართული ოცნება” ცდილობს, საჯარო სამსახურებიდან გაუშვას ადამიანები, რომლებიც ერთგული არიან ევროინტეგრაციის და კონსტიტუციის


ავტორი
Front News საქართველო
“ქართული ოცნება” ცდილობს, რომ საჯარო სამსახურებიდან გაუშვას ის ადამიანები, რომლებიც ერთგული არიან ქვეყნის ევროინტეგრაციის და ქვეყნის კონსტიტუციის, – ამის შესახებ “სამართლიანი არჩევნების” ხელმძღვანელმა ნინო დოლიძემ განაცხადა.
მისივე თქმით, სავარაუდოდ, სურთ, რომ მათ ადგილას დანიშნონ თავიანთი ერთგული ადამიანები.
“ქართული ოცნება” ცდილობს, რომ საჯარო სამსახურებიდან გაუშვას ის ადამიანები, რომლებიც ერთგული არიან ქვეყნის ევროინტეგრაციის და ქვეყნის კონსტიტუციის, სავარაუდოდ, ეს იქით არის მიმართული, რომ აქ დანიშნონ თავისი ერთგული ადამიანები. ასევე, ძალიან ცუდია ეს საკანონმდებლო ცვლილებები, რადგან თუკი ადრე დაცვის მექანიზმები იყო უფრო ეფექტური და ჩვენ დიდი ხანია, ვიცავთ საჯარო მოხელეებს, ბევრი შემთხვევა მოგვიგია კიდეც სასამართლოში, ახლა ეს დაცვის მექანიზმებიც ძალიან სუსტია და შესაბამისად, ჩვენ არ გვაქვს მოლოდინი, რომ ისევ წარმატებით მოვიგებთ ამ შემთხვევებს, როდესაც ადრე ეს უფრო ადვილი იყო”, – განაცხადა ნინო დოლიძემ.
თაგები:
ნინო დოლიძე

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს