
ავტორი
Front News საქართველო
არ ვაპირებთ დავრეგისტრირდეთ ამ კანონმდებლობის საფუძველზე, იმიტომ, რომ ეს კანონი ყველანაირად არის რუსული, ეწინააღმდეგება ჩვენი ქვეყნის ინტერესს, – ამის შესახებ “სამართლიანი არჩევნების” ხელმძღვანელმა ნინო დოლიძემ განაცხადა.
მისი თქმით, ხელისუფლება ამ კანონით ცდილობს, არასამთავრობოების მუშაობა საარჩევნო პერიოდში შეზღუდოს.
“არ ვაპირებთ დავრეგისტრირდეთ ამ კანონმდებლობის საფუძველზე, იმიტომ, რომ ეს კანონი ყველანაირად არის რუსული, ეწინააღმდეგება ჩვენი ქვეყნის ინტერესს და მათ შორის, საქართველოს კონსტიტუციას.
მთავარი მიზანი არის ის, რომ არჩევნებისთვის დავიცვათ ადამიანის უფლებები და მივაწოდოთ მათ ინფორმაცია.
რა თქმა უნდა, ხელისუფლების მხრიდან ამ კანონის ინიციირება და მთელი ეს პროცესი ემთხვევა წინა საარჩევნო პერიოდს, ამოქმედდება ეს კანონი წინასაარჩევნო პერიოდში და სავარაუდოდ, მათი მიზანი არის კიდეც, რომ ხელი შეეშალოს და შეიზღუდოს ჩვენი საქმიანობა, მაგრამ ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ, როგორც წინა საარჩევნო პერიოდში, ისე არჩევნების დღეს, რომ მაქსიმალურად დავიცვათ ქართველი ამომრჩევლის ხმა”, – განაცხადა ნინო დოლიძემ.
თაგები:
ნინო დოლიძე
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს