
ავტორი
Front News საქართველო
ყველაფერს ვაკეთებდით იმისთვის, რომ ეს არჩევნები ყოფილიყო თავისუფალი და სამართლიანი. ასე ვუყურებდით ამ არჩევნებს, რომ ეს არის შესაძლებლობა ევროინტეგრაციის პროცესისა, – ამის შესახებ “სამართლიანი არჩევნების” ხელმძღვანელმა ნინო დოლიძემ განაცხადა.
მისივე თქმით, ემიგრანტებს პრობლემები შეექმნათ საარჩევნო უბანზე არსებული რიგების გამო.
“ყველაფერს ვაკეთებდით იმისთვის, რომ ეს არჩევნები ყოფილიყო თავისუფალი და სამართლიანი. ასე ვუყურებდით ამ არჩევნებს, რომ ეს არის შესაძლებლობა ევროინტეგრაციის პროცესისა.
ამომრჩევლის ნების კონტროლი არის თავისუფალი ნების გამორიცხვა იმთავითვე. როგორც ფარულობა არის ერთ-ერთი მთავარი პრინციპი, ისეა თავისუფალი ნების გამოვლენა.
რაც შეხება ემიგრანტებს, ძალიან ბევრს შეეზღუდა უფლება იმის გამო, რომ იქ, საზღვარგარეთ უბანზე იყო დიდი რიგები და არ იყვნენ საკმარისი რაოდენობის რეგისტრატორები, რის გამოც, პრობლემები შეექმნათ ადამიანებს და ბევრი მათგანი გაბრუნდა კიდეც”, – განაცხადა ნინო დოლიძემ.
თაგები:
ნინო დოლიძე
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს