
ავტორი
Front News საქართველო
საარჩევნო უბნების მიმდებარედ კოორდინატორების მობილიზება შეინიშნება, რომლებიც ამომრჩევლებს აღრიცხავენ. ამ ეტაპისთვის მოსყიდვის 3 შემთხვევა გვაქვს, – ამის შესახებ “სამართლიანი არჩევნების” ხელმძღვანელმა ნინო დოლიძემ განაცხადა.
მისივე თქმით, ზოგიერთ უბანზე ხმის მიცემა დაგვიანებით დაიწყო.
“საარჩევნო უბნების, დაახლოებით, 75 % იყო მზად პროცესის დასაწყებად, დანარჩენი უბნები კი შემდეგი 20 წუთის განმავლობაში, დარღვევებით გაიხსნა, ამასთან, მარნეულში ერთი უბანი ცხრის ნახევარზეც. ჩვენს დამკვირვებლებს უბანზე შესვლის და გახსნის პროცესის დაკვირვების შესაძლებლობა ჰქონდათ, თუმცა ცალკეული უბნებზე არ დაუშვეს. ზოგი უბნიდან კი საერთოდ გამოაძევეს. საარჩევნო უბნების მიმდებარედ კოორდინატორების მობილიზება შეინიშნება, რომლებიც ამომრჩევლებს აღრიცხავენ. ამ ეტაპისთვის მოსყიდვის 3 შემთხვევა გვაქვს”, – განაცხადა ნინო დოლიძემ.
თაგები:
ნინო დოლიძე
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს