
ავტორი
Front News საქართველო
სავარაუდოდ, ჩვენი შეხვედრის თემა იქნება არჩევნებთან დაკავშირებული საკითხები, რა მოქმედებაა ახლა და როგორ იმოქმედებენ და იფუნქციონირებენ სადამკვირვებლო მისიები რუსული კანონის ამოქმედების პირობებში, – ამის შესახებ “სამართლიანი არჩევნების” ხელმძღვანელმა ნინო დოლიძემ განაცხადა.
“ამ ჩამოსვლის მიზეზი არის, რომ კიდევ ერთხელ ახლოდან გაიგოს თუ რა მდგომარეობაა ქვეყანაში არჩევნებთან დაკავშირებით.
სავარაუდოდ, ჩვენი შეხვედრის თემა იქნება არჩევნებთან დაკავშირებული საკითხები, რა მოქმედებაა ახლა და როგორ იმოქმედებენ და იფუნქციონირებენ სადამკვირვებლო მისიები რუსული კანონის ამოქმედების პირობებში და ეს შეფასება ცხადია, იქნება ერთ-ერთი საფუძველი ჩვენი და ამერიკის შეერთებული შტატების ურთიერთობის შემდგომი ეტაპის”, – განაცხადა ნინო დოლიძემ.
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილე უკვე საქართველოშია. ის შეხვედრებს გამართავს სხვადასხვა საკითხებთან დაკავშირებით, მათ შორის არასამთავრობო სექტორთან, რომელიც ხვალ არის დაგეგმილი.
თაგები:
ნინო დოლიძე
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს