
ავტორი
Front News საქართველო
საქართველოს მოსახლეობა არ არის ძალადობრივად განწყობილი, მოსახლეობას უნდა თავისუფალი, მშვიდი არჩევნების ჩატარება და ხელისუფლებისა და შესაბამისი ორგანოების ვალდებულებაა, რომ უზრუნველყოს მშვიდი საარჩევნო გარემო, – ამის შესახებ “სამართლიანი არჩევნების” ხელმძღვანელმა ნინო დოლიძემ განაცხადა.
მისი თქმით, წინასაარჩევნო გარემო მშვიდი უნდა იყოს.
“აქციების დროს წახალისებული იყო ძალადობა სამოქალაქო საზოგადოების მიმართ. გვინახავს ოფისებისა და სახლების დაზიანებაც, არაერთხელ გვინახავს მედიის წარმომადგენლების წინააღმდეგ განცხადებები, ამის შემდეგ კონკრეტული ფაქტები ვნახეთ, როცა თავს დაესხნენ მათ. წინასაარჩევნოდ ძალადობის წახალისება იქნება ერთ-ერთი მთავარი პრობლემა, ამიტომ, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ეს კამპანია იყოს ძალადობისგან დაცლილი და არ მოვისმინოთ ხელისუფლების წარმომადგენლებისგან ოპოზიციის მიმართ თუ პირიქით, ძალადობის წამახალისებელი ფაქტები, იმიტომ, რომ საქართველოს მოსახლეობა არ არის ძალადობრივად განწყობილი, მოსახლეობას უნდა თავისუფალი, მშვიდი არჩევნების ჩატარება და ხელისუფლებისა და შესაბამისი ორგანოების ვალდებულებაა, რომ უზრუნველყოს მშვიდი საარჩევნო გარემო”, – განაცხადა ნინო დოლიძემ.
თაგები:
ნინო დოლიძე
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს