
ავტორი
Front News საქართველო
ბიძინა ივანიშვილი მაშინაც თამაშობდა და ჩვენ მოვტყუვდით, – ამის შესახებ “თავისუფალი დემოკრატების“ ყოფილმა წევრმა ნინო გოგუაძემ განაცხადა.
მისი თქმით, 2013 წლის თებერვალში გაუჩნდა ეჭვი, რომ ქვეყანა სხვა მიმართულებით მიდიოდა, რის გამოც ბიძინა ივანიშვილთან კამათიც ჰქონდა.
“ბიძინა ივანიშვილი მაშინაც თამაშობდა და ჩვენ მოვტყუვდით. მაშინაც კოალიციაში იყვნენ „რესპუბლიკელები“ და „თავისუფალი დემოკრატები“. შემდეგ „თავისუფალი დემოკრატები“, 2014 წელს იმ მიზეზით წამოვედით, რომ ქვეყანამ გადაუხვია პროდასავლური გზიდან. იქ იყვნენ „მრეწველები“, რომლებიც ბიძინა ივანიშვილის მითითებით რუსულ გზავნილებს ახმოვანებდნენ.
ბიძინა ივანიშვილი რასაც ლაპარაკობდა ჩვენთან, „თავისუფალ დემოკრატებთან“ და „რესპუბლიკელებთან“, ის ჭირდებოდა პროდასავლური კურსის დემონსტრირებისთვის. მის ლეგიტიმაციას ეს ჭირდებოდა, რომ მსოფლიოს ეთქვა, რომ პროდასავლური კურსი გრძელდებოდა. ღარიბაშვილთან და სხვებთან, სავარაუდოდ, ლაპარაკობდა სხვა რამეს. 2013 წლის დეკემბერში მე მქონდა ძალიან მძიმე საუბარი. სულ სამ ადამიანს, ირაკლი ალასანიას, ბუკა პეტრიაშვილს და დავით უსუფაშვილს ვუამბე ამ კამათის შესახებ და ვუთხარი, ჩვენ ვართ შარში მეთქი. ეს იყო გამარჯვებიდან 3 თვეში. 2013 წლის თებერვალში მე უკვე გამიჩნდა ეჭვი, რომ ქვეყანა მიდიოდა სხვა მიმართულებით“, – განაცხადა ნინო გოგუაძემ.
თაგები:
ნინო გოგუაძე
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს