Logo

ნინო გოგუაძე – დღეს ჰქონდა შანსი ყოფილიყო საქართველოს პრეზიდენტი და ბიძინა ივანიშვილის მორჩილება ამჯობინა

პოლიტიკა
870
Frontnews image description

მას ერთადერთი მოქმედების ბერკეტი ჰქონდა,  უნდა შეეწყალებინა ნიკა გვარამია, – ამის შესახებ პარტია “დროას” წევრმა ნინო გოგუაძემ განაცხადა. 

 

მისი თქმით, სალომე ზურაბიშვილს ჰქონდა შანსი საქართველოს პრეზიდენტი გამხდარიყო, მაგრამ მან ბიძინა ივანიშვილის მორჩილება ამჯობინა.  

 

“დღეს მან კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ ის არ არის საქართველოს პრეზიდენტი, ის არის ბიძინა ივანიშვილის პრეზიდენტი. მას დღეს ჰქონდა შანსი ყოფილიყო საქართველოს პრეზიდენტი და მან ეს შანსი არ გამოიყენა. სწორედ იმიტომ, რომ ბიძინა ივანიშვილის მორჩილება და მისთვის კოჭის გაგორება ამჯობინა. 

 

როდესაც ის ამბობს, რომ ეს მთავრობა არაფერს აკეთებს და მე დავუპირისპირდები მას მოქმედებით, მას ერთადერთი მოქმედების ბერკეტი ჰქონდა,  უნდა შეეწყალებინა ნიკა გვარამია. 

 

როდესაც ამ მომენტში ამ ნაბიჯს არ დგამ, შენ არ გაქვს მორალური უფლება მოუწოდო ქართველ ხალხს 16-ში რაღაც აქციისკენ და თან გადაფარო 20 ივნისის აქცია“, – განაცხადა ნინო გოგუაძემ.

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები