
ავტორი
Front News საქართველო
ყველა ხედავს, რომ ამ საქმეს სამართალთან კავშირი არ აქვს, ეს არის პოლიტიკური გადაწყვეტილება, – ამის შესახებ ტელეკომპანია „კავკასიის“ საინფორმაციო სამსახურის ხელმძღვანელმა ნინო ჯანგირაშვილმა აშშ-ის ელჩთან კელი დეგნანთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.
მისი თქმით, შეხვედრაზე ისაუბრეს, თუ რა შეუძლიათ ამ ვითარებაში საერთაშორისო პარტნიორებმა გააკეთონ.
“ძალიან დიდია ნიკა გვარამიას საქმისადმი ინტერესი. ვნახეთ კიდეც საერთაშორისო პარტნიორების განცხადებები.
ყველა ხედავს, რომ ამ საქმეს სამართალთან კავშირი არ აქვს, ეს არის პოლიტიკური გადაწყვეტილება. ყველა ცდილობს, გაერკვევს, რაშია საქმე და რა შეუძლია გააკეთონ, ამაზე იყო საუბარი“, – განაცხადა ნინო ჯანგირაშვილმა.
თაგები:
ნინო ჯანგირაშვილი
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს