ნინო კალანდაძე – აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნები იყვნენ მოწინავე იმათ შორის, ვინც ივანიშვილს ძალიან სწრაფად დაუსვეს დიაგნოზი

ავტორი
Front News საქართველო
ისეთ ქვეყნებს, როგორიც არის პოლონეთი, განსხვავებულად ესმის რა არის რუსული ოკუპაცია და განსხვავებულად ესმის რა შედეგები შეიძლება მოიტანოს იმან, თუ ამას დროულად არ გაუმკლავდები, – ამის შესახებ “ჭავჭავაძის ცენტრის” დირექტორმა ნინო კალანდაძემ განაცხადა.
მისივე თქმით, პოლონეთმა და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებმა თავიდანვე დაუსვეს დიაგნოზი ბიძინა ივანიშვილის ქმედებებს.
“ისეთ ქვეყნებს, როგორიც არის პოლონეთი, განსხვავებულად ესმის რა არის რუსული ოკუპაცია და განსხვავებულად ესმის – რა შედეგები შეიძლება მოიტანოს იმან, თუ ამას დროულად არ გაუმკლავდები.
რაც მთავარია, აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნები და პირველ რიგში, პოლონეთი, იყვნენ მოწინავე ქვეყნები იმათ შორის, ვინც ივანიშვილს ძალიან სწრაფად დაუსვეს დიაგნოზი და თქვეს, რომ ეს არის რუსული რეჟიმი და რუსული ექსპანსია ივანიშვილის ხელით საქართველოში იმისთვის, რომ ევროპას გადაწვდეს შემდგომში რუსეთი”, – განაცხადა ნინო კალანდაძემ.
მომდევნო ექვსი თვე ევროკავშირის სათავეში პოლონეთი იქნება.
თაგები:
ნინო კალანდაძე




