ნინო კალანდაძე – ახლა მიიჩნევენ, რომ დრო დადგა, მის წინააღმდეგ კონკრეტული სვლები გაატარონ


ავტორი
Front News საქართველო
მაღალი ალბათობით, ეს არის სადაზვერვო დოკუმენტაცია, რომელიც გააჩნიათ ივანიშვილის წინააღმდეგ და ახლა მიიჩნევენ, რომ დრო დადგა, მის წინააღმდეგ კონკრეტული სვლები გაატარონ, – ამის შესახებ პოლიტიკურ ფონდ “ჭავჭავაძის ცენტრის“ დირექტორმა ნინო კალანდაძემ განაცხადა.
მისი თქმით, ბიძინა ივანიშვილი რუს ოლიგარქებს ხელს უწყობს, რომ სანქციებს თავი აარიდონ.
“გაცილებით უფრო მძიმე დატვირთვა ვაშინგტონისთვის არის ის, რომ ივანიშვილი დიდი ალბათობით თანამშრომლობს რუსეთის სპეცსამსახურებთან და ხელს უწყობს რუს ოლიგარქებს, რომ სანქციებს თავი აარიდონ და პარალელურად არ უტოვებს ვაშინგტონს არანაირ რესურსს საიმისოდ, რომ ქვეყნის სასიკეთო გადაწყვეტილება მიიღოს. მაღალი ალბათობით ეს არის სადაზვერვო დოკუმენტაცია, რომელიც გააჩნიათ ივანიშვილის წინააღმდეგ და ახლა მიიჩნევენ, რომ დრო დადგა მის წინააღმდეგ კონკრეტული სვლები გაატარონ. იქნება ეს არჩევნების წინ განხორციელებული თუ არჩევნების შემდეგ, რთულია ამ ეტაპზე საუბარი”, – განაცხადა ნინო კალანდაძემ.
მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, “ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარის ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ ამერიკის შეერთებულმა შტატებმა სანქციები შეიმუშავა და მის უახლოეს მომავალში დაწესებას განიხილავს.
თაგები:
ნინო კალანდაძე

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა