ნინო კალანდაძე - ამ სპეცოპერაციამ გამოაჩინა ის, რომ უკრაინული მხარე არის ძალიან კარგ ფორმაში


ავტორი
Front News საქართველო
პირველ რიგში, აქ ჩანს ძალიან ხანგრძლივი და სერიოზული მომზადება და ამან გამოაჩინა ის, რომ უკრაინული მხარე არის ძალიან კარგ ფორმაში, - ამის შესახებ "ჭავჭავაძის ცენტრის" დირექტორმა ნინო კალანდაძემ განაცხადა.
მისივე თქმით, აღმოჩნდა, რომ უკრაინას მოსამზადებელი სამუშაოების შესრულება ბრწყინვალედ შეუძლია.
"პირველ რიგში, აქ ჩანს ძალიან ხანგრძლივი და სერიოზული მომზადება და ამან გამოაჩინა ის, რომ უკრაინული მხარე არის ძალიან კარგ ფორმაში. აღმოჩნდა, რომ უკრაინას მოსამზადებელი სამუშაოების შესრულება ბრწყინვალედ შეუძლია, რომ სადაზვერვო სამსახურები აქვთ არაჩვეულებრივი, ამავდროულად, აღმოჩნდა, რომ ამ ყველაფრის დეფიციტი იყო რუსეთის მხარეს, როგორც ეს ჩვენ არაერთხელ გვინახავს, მათ შორის ყველაზე გვიან ვნახეთ, როდესაც პუტინი იმუქრებოდა, რომ რამდენიმე დღეში აიღებდა კიევს და მერე აღმოჩნდა, რომ მიახლოებითაც კი არ აქვთ არც სადაზვერვო და არც სამხედრო მზადყოფნა ამისთვის.
ვინაიდან, პირველადი სამშვიდობო მოლაპარაკებების რაუნდი ვერ დასრულდა ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებით, თუნდაც დროებითით, რომ მოლაპარაკებები გაგრძელებულიყო შეწყვეტილი ცეცხლის ფონზე, სრულიად გამართლებულია ძალის ამ ფორმით დემონსტრირება", - განაცხადა ნინო კალანდაძემ.
უკრაინამ რუსეთის მთავარ სამხედრო აეროდრომებს დაარტყა. განადგურებულია 40-ზე მეტი თვითმფრინავი.
თაგები:
ნინო კალანდაძე

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა