Logo

ნინო კალანდაძე - აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის მიღწეული შეთანხმება არის ისტორიული გადაწყვეტილება, ეს ამცირებს რეგიონში რუსეთის გავლენას

პოლიტიკა
219
Frontnews image description

აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის მიღწეული შეთანხმება არის ისტორიული გადაწყვეტილება, ეს ამცირებს რეგიონში რუსეთის გავლენას, თუმცა არ გამორიცხავს რუსეთის გააქტიურებას, - ამის შესახებ  "ჭავჭავაძის ცენტრის" დირექტორმა ნინო კალანდაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, აზერბაიჯანმაც და სომხეთმაც სწორი ნაბიჯები გადადგეს.

"აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის მიღწეული შეთანხმება არის ისტორიული გადაწყვეტილება, ეს ამცირებს რეგიონში რუსეთის გავლენას, თუმცა არ გამორიცხავს რუსეთის გააქტიურებას. 

აზერბაიჯანმა სწრაფად შეძლო ძალების მობილიზება და ახალი პოლიტიკური და სამხედრო ალიანსების შექმნა ძალიან დიდ მოკავშირესთან, რომელიცაა თურქეთი და ამით ჩაანაცვლა რუსეთთან მოკავშირებობის პლატფორმა. სომხეთი, რომელიც ერთადერთი დარჩენილი ბასტიონი იყო, რომელსაც რუსეთი სწორედ ყარაბაღის ბერკეტით აკონტროლებდა და ვაკუუმით ცდილობდა გავლენების მოპოვებას, მასაც აღმოაჩნდა არა მხოლოდ ეროვნული, არამედ ძალიან ძლიერი ლიდერი, რომელმაც დღევანდელი ვითარება ძალიან სწრაფად და სწორად შეაფასა, მათ შორის საკუთარი პოლიტიკური კაპიტალის რისკების ფასად მან გადაწყვიტა, რომ რუსეთი მთლიანად უნდა ჩაანაცვლოს თავის ერთ დროს მტერთან დიალოგით, თურქეთთან მოკავშირეობით და ამით დასავლეთზე ძალიან სერიოზული გზის უზრუნველყოფით", - განაცხადა ნინო კალანდაძემ.

აშშ-ის, აზერბაიჯანისა და სომხეთის ლიდერებმა "ტრამპის მარშრუტი საერთაშორისო მშვიდობისა და კეთილდღეობისთვის” შექმნის შესახებ შეთანხმებას მოაწერეს ხელი.

Advertisement