Logo

ნინო კალანდაძე – ძლიერდება დასავლეთის წნეხი, რომ სანქციების საკითხზე საქართველოს ხელისუფლებას ჰქონდეს მეტ-ნაკლებად ადეკვატური პოზიცია

პოლიტიკა
1122
Frontnews image description

ძლიერდება დასავლეთის წნეხი, რომ  სანქციების საკითხზე საქართველოს ხელისუფლებას ჰქონდეს მეტ-ნაკლებად ადეკვატური პოზიცია,  – ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის ყოფილმა მოადგილემ  ნინო კალანდაძემ  საქართველოში  პოლონეთის პრემიერ-მინისტრის მატეუშ მორავეცკის ვიზიტის კომენტირებისას განაცხადა. 

 

მისი თქმით, ურთიერთგამომრიცხავი პოლიტიკაა, როდესაც საქართველო,  ერთი მხრივ, აკეთებს განაცხადს ევროკავშირში ინტეგრაციაზე და მეორე მხრივ,  არ უერთდება დასავლურ სანქციებს. 

 

“ნატოს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა გუშინ  არაერთხელ ახსენა  საქართველო იმ ქვეყნებს შორის, რომლებმაც რუსული აგრესია გამოიარეს, ამავდროულად,  ჯერ კიდევ რუსული აგრესიის საფრთხის ქვეშ იმყოფებიან, შესაბამისად, საქართველოს მოიაზრებს, როგორც ალიანსის მოკავშირე სახელმწიფოს, რომელმაც ახლა ქმედითი ნაბიჯები უნდა გადადგას.  

 

ისევე, როგორც გერმანიის ელჩმა გააჟღერა ევროკავშირის ინიციატივა და მოუწოდა საქართველოს, როგორც ასპირანტ ქვეყანას,  რომ  გადადგას ქმედითი ნაბიჯები და მიუერთდეს რუსეთის წინააღმდეგ დასავლეთის სანქციებს. ახლა ეს ვიზიტიც იმას მოწმობს, რომ საქართველოს ხელისუფლებაზე, ვინაიდან ის არამხოლოდ პასიურობს ამ საკითხში, არამედ სანქციებისთვის თავის არიდების შესაძლებლობას აძლევს რუსეთს დღეს, რომ საქართველოს ხელისუფლებაზე გაძლიერდეს დასავლური წნეხი, იმისთვის რომ სანქციების საკითხზე საქართველოს ხელისუფლებას ჰქონდეს მეტ-ნაკლებად ადეკვატური პოზიცია.

 

არ მაქვს მოლოდინი, რომ აქ რაიმე პოზიტიური სვლები შეიძლება დავინახოთ, ხელისუფლების მხრიდან, იმიტომ რომ ხელისუფლებას არა მხოლოდ ამის შესაძლებლობა ჰქონდა აქამდე, არამედ საკმაოდ მკაცრად დააფიქსირა პოზიცია სანქციებთან დაკავშირებით“, – განაცხადა ნინო კალანდაძემ.  

 

პოლონეთის პრემიერ-მინისტრი მატეუშ მორავეცკი საქართველოში უკრაინიდან ჩამოვიდა. არსებული ინფორმაციით,  პრემიერ-მინისტრები განიხილავენ საქართველოს ევროატლანტიკურ მისწრაფებებთან დაკავშირებულ გამოწვევებს, ასევე  რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციების საკითხს.

თაგები:

უკრაინა
Advertisement
Advertisement 2
სიახლეები