
ავტორი
Front News საქართველო
მალე ყველას გვეზეიმოს ავტორიტარული მმართველობების წარსულში ჩაბარება და დემოკრატიულ გზაზე დაბრუნება, - ამის შესახებ "ჭავჭავაძის ცენტრის" დირექტორმა ნინო კალანდაძემ განაცხადა.
მისივე თქმით, 16 წლის შემდეგ ეს უფრო საარჩევნო რევოლუციაა, ვიდრე პირდაპირი გაგებით - არჩევნები.
"ვულოცავ ყველას, მალე ყველას გვეზეიმოს ავტორიტარული მმართველობების წარსულში ჩაბარება და დემოკრატიულ გზაზე დაბრუნება, ამას იმსახურებს მებრძოლი ხალხი.
ჩვენ ვაკვირდებით ავტორიტარიზმს და იმ მიმართულებას, რომელიც ფეხს იკიდებს არა მხოლოდ გარდამავალ დემოკრატიებში, არამედ შემდგარ დემოკრატიებშიც, სადაც შესაძლოა, უკუსვლა ვიხილოთ. ის, რომ ორბანი და მისი პარტია 16 წელია, ხელისუფლებაში არიან, იმაზე მიანიშნებს, რომ იქ სისტემური გამყარებები ხშირია, რაც ნიშანია იმისა, რომ მანიპულაციები ხდება არადემოკრატიული კუთხით. 16 წელი დიდი დროა იმისთვის, რომ მმართველმა პარტიამ შეძლოს ისეთი სისტემის მობილიზება, რომელსაც ქვეყნისთვის უარყოფითი შედეგები შეიძლება მოჰქონდეს.
16 წლის შემდეგ ეს უფრო საარჩევნო რევოლუციაა, ვიდრე პირდაპირი გაგებით არჩევნები. ეს არის ძალიან დიდი ცვლილება, მაგრამ შედეგები სამომავლოდ, დიდ ფაქტორებზე იქნება დამოკიდებული", - განაცხადა ნინო კალანდაძემ.
უნგრეთში საპარლამენტო არჩევნების შედეგების თანახმად, ოპოზიციური პარტია „ტისა“ უნგრეთის პარლამენტში 138 მანდატს აგროვებს, რაც ნიშნავს, რომ საკონსტიტუციო უმრავლესობას მოიპოვებს. 16-წლიანი უწყვეტი მმართველობის შემდეგ ვიქტორ ორბანი თანამდებობიდან გადადგება.
თაგები:
ნინო კალანდაძე
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს