ნინო კალანდაძე – ეს არის რუსული ინსტრუქცია, ამ საგამოძიებო კომისიის მთავარი ამოცანა არის ისტორიის გადაწერა


ავტორი
Front News საქართველო
ამ საგამოძიებო კომისიის მთავარი ამოცანა არის ისტორიის გადაწერა, ახალი ფაქტების შექმნა და ყველაფრის წაშლა, რაც იმ პოლიტიკური გუნდის მემკვიდრეობას უკავშირდება, რომელმაც უარი უთხრა რუსეთს მონობას და მორჩილებაზე, – ამის შესახებ “ჭავჭავაძის ცენტრის” დირექტორმა ნინო კალანდაძემ განაცხადა.
მისივე თქმით, ეს რუსული სცენარია.
“ამ საგამოძიებო კომისიის მთავარი ამოცანა არის ისტორიის გადაწერა, ახალი ფაქტების შექმნა და ყველაფრის წაშლა, რაც იმ პოლიტიკური გუნდის მემკვიდრეობას უკავშირდება, რომელიც საქართველოში ქმნიდა ევროპულ მომავალს, რომელმაც პირველად საქართველო ფუნდამენტურად შეატრიალა დასავლეთისკენ და გაბედა და უარი უთხრა რუსეთს მონობას და მორჩილებაზე. ეს არის რუსული ინსტრუქცია, ამ კომისიაზე არაფერი არ ხდება საქართველოში დაწერილი სცენარით, ეს პირდაპირ მოსკოვიდან წამოსული ინსტრუქციაა კრემლში დაწერილი კითხვებით და ემსახურება იმ მიზანს, რომ შეიცვალოს საქართველოში ისტორია, გადაიწეროს და შეფასდეს ის, რაც ორაზროვნად არ შეიძლება, შეფასდეს. ეს არის ივანიშვილის რეჟიმის ძალიან ლოგიკური ხაზი, რომლისკენაც ძალიან ბევრი წელია მიდიან და ამ კომისიით უნდათ კულმინაცია”, – განაცხადა ნინო კალანდაძემ.
თაგები:
ნინო კალანდაძე

ნინო კალანდაძე – ეს არის კრემლის ინსტრუქცია, რომელიც 2011 წლიდან უკვე შემუშავებულია, უბრალოდ აქამდე ამის საშუალება არ მიეცა ივანიშვილს

ნინო კალანდაძე – საერთოდ არ მჯერა, რომ ამ პარტიაში განახლების რესურსი არსებობს, ეს არის ძალაუფლებისათვის ბრძოლა

ნინო კალანდაძე – ეს არის მშვიდობის ის ფორმა, რომელსაც რუსეთი იცნობს