ნინო კალანდაძე – ეს განცხადებები ნიშნავს იმას, რომ მათთან რაღაც ტიპის დიალოგის წარმოება უახლოეს მომავალში არ იქნება შესაძლებელი


ავტორი
Front News საქართველო
განცხადებები, რომელიც არადემოკრატიულ ქმედებებს გმობს და ივანიშვილის რეჟიმს არალეგიტიმურს მოიაზრებს, ნიშნავს იმას, რომ მათთან რაღაც ტიპის დიალოგის წარმოება უახლოეს მომავალში არ იქნება შესაძლებელი, – ამის შესახებ “ჭავჭავაძის ცენტრის” დირექტორმა ნინო კალანდაძემ განაცხადა.
მისივე თქმით, დასავლეთმა იცის, ბიძინა ივანიშვილი რა კანონებს რატომ იღებს.
“მოსკოვში, ბელარუსში ზუსტად იგივე კანონები მიიღეს, ჩვენს სამეზობლოში ზუსტად იგივე კანონები მიიღეს. ეს არ არის ინოვაციური ან მათ მიერ შექმნილი და შესაბამისად, საერთაშორისო პარტნიორებისთვის ცნობილია ეს კანონები ობიექტურად რა მიზანს ემსახურება – ემსახურება დემოკრატიული ინსტიტუტების გაქრობას და ავტორიტარიზმის კონსოლიდაციას. ეს არის ის, რასაც ივანიშვილი აკეთებს. ეს იცის დასავლეთმა, რომ ამას აკეთებს სწორედ დასავლეთის და დემოკრატიული სახელმწიფოს მშენებლობის წინააღმდეგ.
ეს განცხადებები სწორედ ამას მოწმობს. განცხადებები, რომელიც არადემოკრატიულ ქმედებებს გმობს და ივანიშვილის რეჟიმს არალეგიტიმურს მოიაზრებს, ნიშნავს იმას, რომ მათთან რაღაც ტიპის დიალოგის წარმოება უახლოეს მომავალში არ იქნება შესაძლებელი”, – განაცხადა ნინო კალანდაძემ.
თაგები:
ნინო კალანდაძე

ნინო კალანდაძე – ეს ნიშნავს, რომ ისინი ხელისუფლებას, როგორც ხელისუფლებას არ განიხილავენ

ნინო კალანდაძე – საერთოდ არ მჯერა, რომ ამ პარტიაში განახლების რესურსი არსებობს, ეს არის ძალაუფლებისათვის ბრძოლა

ნინო ლომჯარია – როდესაც ეს კითხვები ჩნდება, გვყავს თუ არა პრორუსი ხელისუფლება, ეს ნიშნავს, რომ არის რაღაც სერიოზული პრობლემა