ნინო კალანდაძე - 2028 წლისთვის არანაირი გაწევრიანების გეგმა არ შემუშავებულა და არც შემუშავდება ივანიშვილის პირობებში


ავტორი
Front News საქართველო
2028 წლისთვის არანაირი გაწევრიანების გეგმა არ შემუშავებულა და არც შემუშავდება ივანიშვილის პირობებში, უფრო მეტიც, ევროკავშირის მხრიდან არანაირი მზაობა არ არის, რომ ივანიშვილის პირობებში საქართველო საერთოდ სადმე მივიდეს, - ამის შესახებ "ჭავჭავაძის ცენტრის" დირექტორმა ნინო კალანდაძემ განაცხადა.
მისივე თქმით, ბიძინა ივანიშვილს საქართველო რუსეთში მიჰყავს.
"ისინი არანაირ მზაობას არ გამოთქვამენ, ეს არის ცირკი, რომელსაც ივანიშვილის უდგამს "ქართული ოცნების" იმ ნაწილს წინასაარჩევნოდ, რომელიც რაღაც ტიპის ლეგიტიმაციას ანიჭებს, მაგრამ ამავდროულად, მას სთხოვს, რომ პროევროპული პოლიტიკა გაატაროს.
ივანიშვილს საქართველო არ მიჰყავს ევროკავშირში, ეს არის მისი გაცხადებული და დეკლარირებული მიზანი. ივანიშვილს საერთოდ არსად არ მიჰყავს საქართველო, გარდა რუსეთისა.
2028 წლისთვის არანაირი გაწევრიანების გეგმა არ შემუშავებულა და არც შემუშავდება ივანიშვილის პირობებში, უფრო მეტიც, ევროკავშირის მხრიდან არანაირი მზაობა არ არის, რომ ივანიშვილის პირობებში საქართველო საერთოდ სადმე მივიდეს", - განაცხადა ნინო კალანდაძემ.
თაგები:
ნინო კალანდაძე

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს