
ავტორი
Front News საქართველო
ევროპა, როგორც ბიუროკრატიული აპარატი რაღაც დროს აძლევს ივანიშვილს, მაგრამ იმ შემთხვევაში, თუ აშშ აწესებს სანქციებს, მაშინ ინდივიდუალურ გადაწყვეტილებას ცალკეული დედაქალაქები ვერ მიიღებენ, – ამის შესახებ “ჭავჭავაძის ცენტრის” დირექტორმა ნინო კალანდაძემ განაცხადა.
მისივე თქმით, ბიძინა ივანიშვილი არანაირ ახალ არჩევნებს არ დანიშნავს ნებაყოფლობით.
“მე მგონია, რომ ბიძინა ივანიშვილი არანაირ ახალ არჩევნებს არ დანიშნავს ნებაყოფლობით, ეს მის დღის წესრიგში არ შედის, ამიტომ, ეს სცენარი შესაძლებელია მხოლოდ ძალიან დიდი კონსოლიდირებული ზეწოლის პირობებში და ამ ზეწოლაში ვგულისხმობ ოთხივე რგოლის თანამონაწილეობას. ეს ჯაჭვი არის პრინციპულად ურთიერთკავშირშია იმიტომ, რომ ის, რასაც მოიმოქმედებს საერთაშორისო მეგობრობა, პირდაპირ უკავშირდება თუ რა წინაპირობები შეიქმნება შიდა პოლიტიკურად.
ევროპა, როგორც ბიუროკრატიული აპარატი რაღაც დროს აძლევს ივანიშვილს, მაგრამ იმ შემთხვევაში, თუ აშშ აწესებს სანქციებს, მაშინ ინდივიდუალურ გადაწყვეტილებას ცალკეული დედაქალაქები ვერ მიიღებენ”, – განაცხადა ნინო კალანდაძემ.
თაგები:
ნინო კალანდაძე
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს