ნინო კალანდაძე - ნიკოლ ფაშინიანის ვიზიტს რამდენიმე თვალსაზრისით აქვს მნიშვნელოვანი დატვირთვა

ავტორი
Front News საქართველო
ნიკოლ ფაშინიანის ვიზიტს რამდენიმე თვალსაზრისით აქვს მნიშვნელოვანი დატვირთვა, პირველ რიგში, ის, რომ სომხეთი გადის ისტორიულ გზას, - ამის შესახებ "ჭავჭავაძის ცენტრის" დირექტორმა ნინო კალანდაძემ განაცხადა.
მისივე თქმით, მხარეებს შორის შეხვედრაზე შესაძლოა, განეხილათ, რომ დროა, საქართველომ პრაგმატული პოლიტიკა აწარმოოს.
"ნიკოლ ფაშინიანის ვიზიტს რამდენიმე თვალსაზრისით აქვს მნიშვნელოვანი დატვირთვა, პირველ რიგში, ის, რომ სომხეთი გადის ისტორიულ გზას, სომხეთს ჰყავს სუვერენული ხელისუფლება, დამოუკიდებელი პოლიტიკის გამტარებელი მინისტრთა კაბინეტი, რომლებმაც ზუსტად დაინახეს ეს გეოპოლიტიკური შესაძლებლობა მათი ქვეყნის ისტორიული მომავლისთვის. ის ავლებს უკვე დასავლურ კონტურებს და იმ ზღვარს, სად გაივლის რუსეთი მას შემდეგ, რაც დასრულდება რუსეთ-უკრაინის ომი და რუსეთი, რა თქმა უნდა, ცდილობს, რომ ეს თანამედროვე რკინის ფარდა ჩამოჰკიდოს რაც შეიძლება ისე, რომ მეტი სახელმწიფო მოექცეს მისი გავლენის ქვეშ. შეხვედრაზე რა თქმა უნდა, საუბარი იქნებოდა იმაზეც, რომ რუსეთზე ჩამოკიდების ნაცვლად დროა, რომ პრაგმატული პოლიტიკა იწარმოოს", - განაცხადა ნინო კალანდაძემ.
სომხეთის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი ოფიციალური სამუშაო ვიზიტით საქართველოში იმყოფებოდა.
თაგები:
ნინო კალანდაძე




