ნინო კალანდაძე - სომეხი ხალხი ჭეშმარიტად ბრძენი აღმოჩნდა, მათ ძალიან ნათლად დაინახეს განსხვავება მშვიდობასა და ომს შორის

ავტორი
Front News საქართველო
სომეხი ხალხი ჭეშმარიტად ბრძენი აღმოჩნდა, მათ ძალიან ნათლად დაინახეს განსხვავება მოასპარეზე ძალებს შორის, მათ დაინახეს განსხვავება მშვიდობასა და ომს შორის, - ამის შესახებ "ჭავჭავაძის ცენტრის" დირექტორმა ნინო კალანდაძემ განაცხადა.
მისივე თქმით, მათი მთავარი მიზანი იყო, რომ რუსეთისგან თავი დაეღწიათ ერთხელ და სამუდამოდ.
"სომეხი ხალხი ჭეშმარიტად ბრძენი აღმოჩნდა, მათ ძალიან ნათლად დაინახეს განსხვავება მოასპარეზე ძალებს შორის, მათ დაინახეს განსხვავება მშვიდობასა და ომს შორის და სწორედ ეს არის ის წყალგამყოფი, რომელიც სომხეთში არსებითი აღმოჩნდა. მათი მთავარი მიზანი იყო, რომ რუსეთისგან თავი დაეღწიათ ერთხელ და სამუდამოდ და გამოეყენებინათ ის ისტორიული შესაძლებლობა, რომლის შემდეგაც დასრულდება ისტორიული იზოლაციონიზმი ამ პატარა, მაგრამ ძალიან ევროპული სახელმწიფოსი, რომელიც ისტორიულად ჩაკეტილი იყო და არ ჰქონდა სხვა არჩევანი, გარდა იმისა, რომ რუსეთის მოკავშირე ყოფილიყო და ახლა სომეხმა ხალხმა დაინახა, რომ შესაძლებლობა აქვთ, გაარღვიონ ეს მოჯადოებული წრე და მართლაც დადგნენ მშვიდობის, განვითარებისა და სტაბილურობის გზაზე, რომელსაც მათ, საბოლოო ჯამში, სწორედ დასავლეთი, ევროინტეგრაცია და ის გეგმები მისცემს, რომელიც ნიკოლ ფაშინიანს გააჩნია", - განაცხადა ნინო კალანდაძემ.
თაგები:
ნინო კალანდაძე




