Logo

ნინო კალანდაძე - თეთრი შურით შეგვიძლია შევხედოთ სომხეთში მიმდინარე პროცესს

პოლიტიკა
94
Frontnews image description

როგორც სამაჩაბლოში არ ჩავლენ და ცალკე არ დაელაპარაკებიან იქაურ რეჟიმს, იმავენაირად აღიქვამენ თბილისის დე ფაქტო რეჟიმს დასავლეთში, - ამის შესახებ "ჭავჭავაძის ცენტრის" დირექტორმა ნინო კალანდაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, დასავლეთმა იცის, რომ ბიძინა ივანიშვილი საქართველოში რუსულ ინტერესებს ატარებს.

"რუსეთს - პუტინს ივანიშვილი არ აინტერესებს, ივანიშვილი გამტარია პუტინის ინტერესის და ზუსტად ასე აღიქმება ივანიშვილი დასავლეთისთვის იმიტომ, რომ ის არ არის მათი შესაფერისი პირი, ის არ არის დამოუკიდებელი პირი. როგორც სამაჩაბლოში არ ჩავლენ და ცალკე არ დაელაპარაკებიან იქაურ რეჟიმს, იმავენაირად აღიქვამენ თბილისის დე ფაქტო რეჟიმს დასავლეთში.

ეს რეჟიმი არა თუ რუსულ ინტერესს ატარებს, არამედ მისი გაგრძელებაა რეგიონში, რომელიც ფუნდამენტურად ეწინააღმდეგება იმ პოლიტიკას, რომელსაც დღეს დასავლეთი არა მხოლოდ რუსეთის წინააღმდეგ, არამედ ჩინური თუ ირანული ინტერესების წინააღმდეგ ატარებს რეგიონში.

თეთრი შურით შეგვიძლია შევხედოთ სომხეთში მიმდინარე პროცესს. საქართველო იყო არა მხოლოდ საკუთარი ინტერესების ავანგარდში, არამედ ის რეგიონის ინტერესებს წარმოადგენდა, პირველ რიგში, იმიტომ, რომ სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის აქამდე გადაუჭრელი კონფლიქტი არსებობდა", - განაცხადა ნინო კალანდაძემ.

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები