
ავტორი
Front News საქართველო
თუ ეს სკანდალი დადასტურდა, ეს იქნება გაცილებით უფრო დიდი მასშტაბის, ვიდრე ახალგაზრდების დარბევა, - ამის შესახებ "ჭავჭავაძის ცენტრის" დირექტორმა ნინო კალანდაძემ განაცხადა.
მისივე თქმით, ქიმიური ნივთიერების გამოყენება თუ დადასტურდა, შესაძლებელიც კი არ იქნება, რომ "ქართულ ოცნებასთან" ვინმემ მაინც ითანამშრომლოს.
"თუ ეს სკანდალი დადასტურდა, ეს იქნება გაცილებით უფრო დიდი მასშტაბის, ვიდრე თუნდაც ადამიანის უფლებების დარღვევა საქართველოში, ვიდრე ახალგაზრდების დარბევა იმიტომ, რომ ყველაფერი, რომელიც რაღაც ეტაპზე შიდა პოლიტიკური საკითხია, საერთაშორისო შეფასების დისტანცირებას ექვემდებარება. ეს არის საკითხი, რომელიც საერთაშორისო ტიპის სკანდალია, რომელიც სცდება ყველა წითელ ხაზს და რომლის დადასტურების შემთხვევაშიც, პრაქტიკულად, თეორიული შესაძლებლობაც აღარ იარსებებს, რომ ამ რეჟიმთან ვინმემ რამე ფორმით ითანამშრომლოს. იმათაც კი გაუჭირდებათ, თუ ივანიშვილი, ან მათი დამხმარე რუსები ევროპაში ცალკეულ კორუმპირებულ პოლიტიკოსებს მონახავენ", - განაცხადა ნინო კალანდაძემ.
თაგები:
ნინო კალანდაძე
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს