ნინო ლომჯარია – 30 არასამთავრობო ორგანიზაცია გავაგრძელებთ საქართველოს მოქალაქეების არჩევანის დაცვას

ავტორი
Front News საქართველო
საქართველოს პრემიერ-მინისტრის მიერ მართულმა ანტიკორუფციულმა ბიურომ დღეს დაარღვია კონსტიტუცია და გასცდა საქართველოს კანონმდებლობას, შეზღუდა გამოხატვის თავისუფლება და თქვა, რომ საზოგადოებრივი აზრის გავლენის მომხდენი ნებისმიერი კამპანია ან განცხადებები არის პოლიტიკური საქმიანობა, – ამის შესახებ საზოგადოებრივი პლატფორმის “საქართველოს ევროპული ორბიტას” დამფუძნებელმა ნინო ლომჯარიამ განაცხადა.
მისივე თქმით, 30 არასამთავრობო ორგანიზაცია მიუხედავად ყველაფრისა, გააგრძელებს ამომრჩევლის ხმის დაცვას.
“საქართველოს პრემიერ-მინისტრის მიერ მართული ანტიკორუფციული ბიუროს მიერ დღევანდელი გადაწყვეტილება მიანიშნებს იმაზე, რომ ხელისუფლებაში არსებობს განგაში და შიში იმ სადამკვირვებლო მისიის – “ჩემი ხმა ევროკავშირს”, რომელიც აერთიანებს 30-ზე მეტ არასამთავრობო ორგანიზაციას. საქართველოს პრემიერ-მინისტრის მიერ მართულმა ანტიკორუფციულმა ბიურომ დღეს დაარღვია კონსტიტუცია და გასცდა საქართველოს კანონმდებლობას, შეზღუდა გამოხატვის თავისუფლება და თქვა, რომ საზოგადოებრივი აზრის გავლენის მომხდენი ნებისმიერი კამპანია ან განცხადებები არის პოლიტიკური საქმიანობა და ამის გამო, დაუწესა კონკრეტული შეზღუდვები არასამთავრობო ორგანიზაციას “საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს””.
კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ საქართველოს არჩევანი – გახდეს ევროკავშირის წევრი, არის 78-ე მუხლით გარანტირებული და საზოგადოების ნებას ვერ შეცვლის პრემიერის მიერ მართული ანტიკორუფციული ბიურო. 30 არასამთავრობო ორგანიზაცია გავაგრძელებთ საქართველოს მოქალაქეების არჩევანის დაცვას”, – განაცხადა ნინო ლომჯარიამ.
ანტიკორუფციულმა ბიურომ “საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო“, “აირჩიე ევროპა“ და მათი ხელმძღვანელები საარჩევნო მიზნის მქონე სუბიექტებად გამოაცხადა და მათზე კანონით გათვალისწინებული შეზღუდვები გავრცელდება. ანტიკორუფციული ბიუროს ხელმძღვანელის რაჟდენ კუპრაშვილის განაცხადებით, “ანტიკორუფციული ბიუროს გადაწყვეტილებაში მოცემულია კონკრეტული ფაქტები, რომელიც უტყუარად ადასტურებს, რომ ეს ორგანიზაციები პოლიტიკურ პროცესებში ჩართულები არიან და ამისთვის კონკრეტული მატერიალური რესურსები, საკმაოდ მოცულობითი ხარჯები იხარჯება”.
თაგები:





