ნინო ლომჯარია – 6 დამოუკიდებელი ექსპერტი აცხადებს, რომ საქართველოში ადგილი ჰქონდა არაიზოლირებულ წამებას

ავტორი
Front News საქართველო
6 დამოუკიდებელი ექსპერტი აცხადებს, რომ ის ინფორმაცია, რაც მათ ხელთ არის, მიანიშნებს, რომ საქართველოში ადგილი ჰქონდა არაიზოლირებულ წამებას, – ამის შესახებ საზოგადოებრივი პლატფორმის “საქართველოს ევროპული ორბიტას” დამფუძნებელმა ნინო ლომჯარიამ განაცხადა.
მისივე თქმით, შემთხვევები არ იყო იზოლირებული, არამედ იყო სისტემური წამება.
“6 დამოუკიდებელი ექსპერტი, რომელიც თავისი საქმის საერთაშორისო სპეციალისტია და საერთაშორისო აღიარება აქვთ, აცხადებს, რომ ის ინფორმაცია, რაც მათ ხელთ არის, მტკიცებულებები მიანიშნებს, რომ საქართველოში ადგილი ჰქონდა არაიზოლირებულ წამებას, არაადამიანურ და ღირსების შემლახავ მოპყრობას მოქალაქეებზე და მათ შორის, ჟურნალისტების მიმართაც. ეს იმას ნიშნავს, რომ ეს შემთხვევები არ იყო იზოლირებული, არამედ იყო სისტემური წამება. საუბარია იმაზე, რომ ადგილი ჰქონდა უკანონო დაკავებებს და დაკავების შემდეგ პერიოდში ძალადობას მოქალაქეებზე”, – განაცხადა ნინო ლომჯარიამ.
გაეროს 6-მა ექსპერტმა, მათ შორის, წამების საკითხებზე სპეციალურმა მომხსენებელმა განცხადება გამოაქვეყნა, სადაც საქართველოს მოუწოდეს, მიიღოს კონკრეტული ზომები ძალადობის თავიდან ასაცილებლად.
თაგები:
ნინო ლომჯარია




