
ავტორი
Front News საქართველო
ახლა ჯერი საზოგადეობაზეა, რომ ძალიან ხმამაღლა და ნათლად დავაფიქსიროთ ჩვენი მოთხოვნა, – ამის შესახებ სახალხო დამცველმა ნინო ლომჯარიამ განაცხადა.
მისი თქმით, ევროკავშირი, სავარაუდოდ, იმასაც დააკვირდება, რამდენად არის მზად საზოგადოება თავისი მისწრაფებების დასაცავად.
“ძალიან დიდი იმედი მაქვს საზოგადეობის აქტიურობის, ევროკავშირის მხრიდან გზავნილები პირველ რიგში, ალბათ. იყო საქართველოს მოქალაქეებისთვის. ალბათ, იმასაც დააკვირდება, რამდენად არის საზოგადეობა მზად, მოსთხოვოს ხელისუფლებას დემოკრატიული რეფორმების განხორციელება. გასაგებია, რომ ხელისუფლება ამაზე ამდენ ხანს უარს ამბობდა. მთელი ეს პერიოდი ვნახეთ დასავლური ინსტიტუტებისა თუ ღირებულებების დისკრედიტაცია და მათზე თავდასხმა. ახლა ჯერი საზოგადეობაზეა, რომ ძალიან ხმამაღლა და ძალიან ნათლად დავაფიქსიროთ ჩვენი მოთხოვნა, მოწოდება ხელისუფლების მისამართით, რომ ჩვენ ვითხოვთ ამ ვალდებულებების შესრულებას.
ეს, ალბათ, იმასაც უჩვენებს, საზოგადოება რამდენად არის მზად, რომ დადგეს თავისი მისწარაფებების დაცვის სადარაჯოზე“, – განაცხადა ნინო ლომჯარიამ.
თაგები:
ნინო ლომჯარია
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს