Logo

ნინო ლომჯარია – არ არის დაკავებული არცერთი სამართალდამცველი, რომლებმაც აქციის ასობით მონაწილესა და ჟურნალისტზე იძალადეს

პოლიტიკა
1013
Frontnews image description

აქციის მონაწილეები ჩატარებულ საგამოძიებო სამსახურზე მიუთითებენ უკანონო პირად და საცხოვრებელი ბინის ჩხრეკის ფაქტებზე, – ამის შესახებ საზოგადოებრივი პლატფორმის “საქართველოს ევროპული ორბიტას” დამფუძნებელმა ნინო ლომჯარიამ ბრიფინგზე განაცხადა.

მისივე თქმით, ამ დრომდე არცერთი სამართალდამცველი არ არის დაკავებული, რომელიც აქტივისტებზე ძალადობაში ფიგურირებს.

“აქციის ყველა მონაწილის წინააღმდეგ სასამართლომ გამოიყენა მძიმე აღკვეთის ღონისძიება – პატიმრობა. არ არის დაკავებული არცერთი სამართალდამცველი, რომლებმაც აქციის ასობით მონაწილესა და ჟურნალისტზე იძალადეს. ასევე, პროკურატურამ და სასამართლომ არაფორმალური დაჯგუფებების წევრები, რომლებიც აქციის მონაწილეებზე ძალადობდნენ გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს.

აქციის მონაწილეები ჩატარებულ საგამოძიებო სამსახურზე მიუთითებენ უკანონო პირად და საცხოვრებელი ბინის ჩხრეკის ფაქტებზე, დაკავების დროს და მის შემდეგ პოლიციელის მხრიდან არასათანადო მოპყრობის ფაქტებზე”, – განაცხადა ნინო ლომჯარიამ.

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები