
ავტორი
Front News საქართველო
სახალხო დამცველმა ამერიკის შეერთებულ შტატებში ვიზიტი დაასრულა.
ნინო ლომჯარიას ინფორმაციით, 1 კვირის განმავლობაში მას შეხვედრები სახელმწიფო დეპარტამენტში, წარმომადგენლობით პალატასა და სენატში ჰქონდა.
“განსაკუთრებული ინტერესი არის სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობის მიმართულებით გასატარებელ ღონისძიებებზე, არის წუხილები რუსული გავლენების გაძლიერებაზე, ქვეყანაში რუსული პროპაგანდის გაძლიერებაზე და იმაზე, რომ გარკვეულ შემთხვევებში სახელისუფლებო მესიჯები და ამ ადამიანების რიტორიკა ძალიან მსგავსია.
ყველაგან იგრძნობა, რომ ისინი არიან ცოტა იმედგაცრუებულები და გარკვეულწილად დაღლილიც კი საქართველოში მუდმივი პოლიტიკური კრიზისით და როგორც ისინი ამბობენ იმით, რომ კონკრეტული შემოთავაზებები საქართველოდან არ ისმის”, – აცხადებს ნინო ლომჯარია.
თაგები:
ნინო ლომჯარია
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს