ნინო ლომჯარია – ასეთი დანაშაულებრივი ქმედებებით მიღებული შედეგი არ ასახავს ქართველი ხალხის ნებას


ავტორი
Front News საქართველო
მიგვაჩნია, რომ აი, ასეთი დანაშაულებრივი ქმედებებით მიღებული შედეგი არ ასახავს ქართველი ხალხის ნებას, – ამის შესახებ საზოგადოებრივი პლატფორმის “საქართველოს ევროპული ორბიტას” დამფუძნებელმა ნინო ლომჯარიამ ბრიფინგზე განაცხადა.
მისივე თქმით, არჩევნები დარღვევების ფონზე მიმდინარეობდა, რამაც ამომრჩევლის ნების გამოხატვას ხელი შეუშალა.
“რეალურად, არჩევნების დღემ ახსნა, თუ რაში სჭირდებოდა მმართველ პარტიას წინასაარჩევნო პერიოდში პერსონალური მონაცემების შეგროვება, ეს სქემა გაიშიფრა. უამრავ ოლქში ვნახეთ, რომ დამკვირვებლებს არ აძლევდნენ საშუალებას ვერიფიკაციის პროცესზე.
კომპლექსურად, დარღვევებმა დანაშაულებრივი ქმედებების მოახდინა გავლენა ამომრჩევლის ნების თავისუფალ გამოვლენაზე. საერთო ჯამში, მიგვაჩნია, რომ აი, ასეთი დანაშაულებრივი ქმედებებით მიღებული შედეგი არ ასახავს ქართველი ხალხის ნებას”, – განაცხადა ნინო ლომჯარიამ.
თაგები:
ნინო ლომჯარია

ნინო ლომჯარია – არ ვაპირებთ რუსული კანონებით ცხოვრებას და ბოლომდე წინააღმდეგობას გავუწევთ ქართველი ხალხის დევნის აქტს

შალვა პაპუაშვილი – სამწუხაროდ, ეს არ არის პირველი გადაწყვეტილება, რომელიც ქართველი ხალხის წინააღმდეგ იქნა მიღებული

ნინო წილოსანი – ველოდები როდის გამოვა ნინო ლომჯარია და იტყვის, რომ აზრი არ მოეკითხება და არავინ უნდა ენდოს