
ავტორი
Front News საქართველო
სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია სამედიცინო ექსპერტთა ჯგუფთან ერთად N18 სამკურნალო დაწესებულებაში მივიდა.
ვიზიტის მიზანი საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის მონახულება და ციხეში არსებული სამედიცინო ინფრასტრუქტურის გაცნობაა.
ნინო ლონჯარიას თქმით, ექსპერტთა ჯგუფი შეაფასებს, რამდენად არსებობს მკურნალობის საშუალება პრეზიდენტის მიერ მკურნალობის შეწყვეტის შემთხვევაში.
“ჩვენი ვიზიტის მიზანია, ჩვენმა სამედიცინო ექსპერტებმა შეაფასონ პატიმარ და პაციენტ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა, გაეცნონ იქ არსებულ სამედიცინო ინფრასტრუქტურას, წარმოგვიდგინონ მათი ექსპერტული მოსაზრებები, არსებობს თუ არა იქ საჭირო აღჭურვილობა, თუ პირობები ადგილზე, რაც ამ ტიპის პაციენტისათვის იქნებოდა მკურნალობის ადექვატური და ეფექტური საშუალება, მათ შორის, არა მხოლოდ შიმშილობის გაგრძელების, არამედ შიმშილობის შეწყვეტის შემთხვევაში. გასინჯავენ პატიმარს, გაეცნობიან ისტორიას და იმსჯელებენ ამ ყველაფერზე”, – განაცხადა ნინო ლომჯარიამ.

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს