ნინო ლომჯარია – დეპუტატები ვალდებული არიან, სახალხო დამცველის დასკვნა სერიოზულად მიიღონ

ავტორი
Front News საქართველო
დეპუტატები ვალდებული არიან სახალხო დამცველის დასკვნა სერიოზულად მიიღონ, – ამის შესახებ სახალხო დამცველმა ნინო ლომჯარიამ „მთავარი არხის“ დამფუძნებლის ნიკა გვარამიას საქმეზე ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.
მისი თქმით, პარლამენტარებს თუ შეკითხვა აქვთ სახალხო დამცველის დასკვნასთან დაკავშირებით, მზად არის მივიდეს მათთან და ესაუბროს ამ საკითხზე.
“საქართველოს დეპუტატებს საქართველოს კონსტიტუცია ავალდებულებთ, რომ სახალხო დამცველის მოსაზრებები მოისმინონ და გაითვალისწინონ.
ეს არ არის მათ პირად პოლიტიკურ შეხედულებებზე დამოკიდებული, როგორ მოექცევიან სახალხო დამცველის დასკვნებს. ეს არის ჩვენი კონსტიტუციური მოწყობა და თუ ვცხოვრობთ დემოკრატიულ სახელმწიფოში, მათ ასეთი კომენტარები არ უნდა აკეთონ. პირველ რიგში დეპუტატების არიან ვალდებულები, რომ მათ ეს საკითხები სერიოზულად მიიღონ.ამ დეპუტატებს მოვუწოდებ, პირველ რიგში გაეცნონ სახალხო დამცველის დასკვნას, თუ მათ აქვთ რაიმე შეკითხვა, მზად ვარ მათთან მივიდე და ვისაუბრო ამ საკითხზე“, – განაცხადა ნინო ლომჯარიამ.
სახალხო დამცველმა საქართველოს პრეზიდენტს ნიკა გვარამიას შეწყალების თხოვნით მიმართა.
ომბუდსმენის ოფისი ნიკა გვარამიას განაჩენთან დაკავშირებით შემოწმების შედეგები გამოაქვეყნა, სადაც აღნიშნულია, რომ ნიკა გვარამიას საქმეზე სასამართლოს მსჯელობა როგორც მსჯავრდების, ისე – სასჯელის განსაზღვრის კუთხით დაუსაბუთებელია.
“ქართული ოცნების“ დეპუტატების განცხადებით კი, სახალხო დამცველი „ნაციონალური მოძრაობის“ დამცველად გადაიქცა.
თაგები:
ნინო ლომჯარია




