ნინო ლომჯარია – დიახ, მინდა, ხალხს დავამახსოვრდე სახალხო დამცველად, რომელიც იცავდა მიხეილ სააკაშვილის და სხვა ადამიანის უფლებებსაც, რომლის დაცვაც შეიძლება, მმართველი ძალისთვის არ იყო სასიამოვნო


ავტორი
Front News საქართველო
მე მინდა, დიახ, რომ ხალხს დავამახსოვრდე როგორც სახალხო დამცველი, რომელიც იცავდა მიხეილ სააკაშვილის და ნებისმიერი სხვა ადამიანის უფლებებსაც, რომლის დაცვაც შეიძლება, მმართველი პოლიტიკური ძალისთვის არ იყო მისაღები და სასიამოვნო, – ამის შესახებ სახალხო დამცველმა ნინო ლომჯარიამ პარლამენტში საპარლამენტო უმრავლესობის წევრის ნინო წილოსანის კითხვის საპასუხოდ განაცხადა.
“თქვენ თქვით, რომ საზოგადოებას დავამახსოვრდები როგორც სააკაშვილის სახალხო დამცველი და თუ გინდათ, გამოკითხვა ჩავატაროთ ამ საკითხთან დაკავშირებითო. გამოკითხვები პრინციპში ჩატარებულია და ალბათ, ეს შედეგებიც იცით, თუ რამხელა ნდობა აქვს როგორც სახალხო დამცველის ინსტიტუტს, ასევე პირადად სახალხო დამცველს. დარწმუნებული ვარ, ამის შესახებ კარგად ხართ ინფორმირებული.
დიახ, მე მინდა, რომ დავამახსოვრდე როგორც სახალხო დამცველი, რომელიც იცავდა მიხეილ სააკაშვილის უფლებებსაც და ნებისმიერი სხვა ადამიანის უფლებებსაც, რომლის დაცვაც შეიძლება, მმართველი პოლიტიკური ძალისთვის არ იყო მისაღები და სასიამოვნო. დიახ, მე მინდა დავამახსოვრდე როგორც სახალხო დამცველი, რომელიც იცავდა ყველა იმ პირს, რომლის უფლებების დაცვა არ იყო პოპულარული და რომლის გამოც, სახალხო დამცველი ხდებოდა თავდაცვის ობიექტი. მათ შორის ვიცავდი და დავიცავ ვადის ამოწურვამდე იმ პირებს, რომლებიც ძალიან დიდი ხანი იყვნენ თქვენი გუნდის წევრები, მაგრამ ახლა არ არიან და დღეს მათაც სჭირდებათ დახმარება. მე მგონი, ამ მიმართულებით დისკრიმინაციას ნამდვილად არ ვეწევი“, – განაცხადა ნინო ლომჯარიამ.
თაგები:
ნინო ლომჯარია

შალვა შავგულიძე – დახვრეტა ხომ გაუქმებულია და მიხეილ სააკაშვილს სიკვდილი ხომ არ აქვს მისჯილი?! მისი სიცოცხლე და ჯანმრთელობა სახელმწიფომ უნდა უზრუნველყოს

ნინო ლომჯარია – ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ იქნება მიხეილ სააკაშვილის თანხმობა ჰოსპიტალიზაციასთან დაკავშირებით

კახა კალაძე – დიახ, ჩვენ იდეალურები შეიძლება არ ვართ, მაგრამ ოპტიმალურები ვართ ამ პოლიტიკურ და საზოგადოებრივ კონტექსტში