Logo

ნინო ლომჯარია – ექიმებს სჭირდებათ, რომ ინფორმაცია შეაჯერონ და შემდეგ გავრცელდება დასკვნა რეკომენდაციებით

პოლიტიკა
1160
Frontnews image description

სახალხო დამცველმა ნინო ლომჯარიამ და ომბუდსმენის მიერ შექმნილმა კონსილიუმმა გორის სამხედრო ჰოსპიტალში საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი მოინახულეს.

როგორც ლომჯარიამ გორის სამხედრო ჰოსპიტალის დატოვების შემდეგ განაცხადა, ექიმებმა სააკაშვილის საქმე შეისწავლეს, მიიღეს სხვადასხვა ინფორმაცია, ამ ინფორმაციის შეჯერების შემდეგ კი დასკვნას დადებენ.

“ყველა სპეციალისტმა თავისი მიმართულებით შეისწავლა პაციენტის საქმე ძალიან დეტალურად, ასევე, ჩატარდა მისი უშუალო გასინჯვა შესაბამისი სპეციალისტების მიერ. პარალელურად მიმდინაროებდა მის მკურნალ ექიმთან და სამედიცინო პერსონალთან გასაუბრება, მივიღეთ ინფორმაციები, ყველას აქვს თავისი მიმართულებით ინფორმაცია, რომელსაც  სჭირდება შეჯერება, იმიტომ, რომ ეს არ არის პაციენტი, რომელსაც ერთი კონკრეტული პრობლემა აქვს, არის მრავალმხრივი  გართულებები. ახლა ექიმებს სჭირდებათ, რომ ეს ინფორმაცია შეაჯერონ და ამის შემდგომ საჯაროდ გავრცელდება დასკვნა თავისი რეკომენდაციებით და შეფასებებით”, – განაცხადა ლომჯარიამ.მისი თქმით, სახალხო დამცველის აპარატი ექიმების რეკომენდაციების განხორციელებას მხარს დაუჭერს. 

რაც შეეხება სააკაშვილის უფლებრივ მდგომარეობას, ლომჯარიას თქმით, მას არ აქვს ღია სივრცე, სადაც სეირნობას შეძლებს, ასევე, მას, როგორც პაციენტს, მეტი ფიზიკური დატვირთვა სჭირდება, ამიტომ ამ საკითხს დააყენებს.

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები