
ავტორი
Front News საქართველო
სახალხო დამცველის ნინო ლომჯარიას განცხადებით, ეუთო/ოდირი ხაზგასმით ითხოვს, რომ ინსპექტორის გაუქმებაზე საკანონმდებლო ცვლილებების მოქმედება შეჩერდეს.
ომბუდსმენმა ეუთო/ოდირს დასკვნის მომზადებისთვის თავად მიმართა.
“ეუთო/ოდირი აცხადებს, რომ ის პროცესი, რომელიც წარიმართა – სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გაუქმება ეწინააღმდეგება საერთაშორისო ადამიანის უფლებების სამართალს;
დამოუკიდებელი ინსტიტიტუტების რეგულირების შესახებ საერთაშორისო სტანდარტებს, მათ შორის ეუთოს სტანდარტებს;
ასევე, მიაჩნია, რომ პარლამენტმა დაარღვია დემოკრატიული საკანონმდებლო პროცესის სტანდარტები, როდესაც დაჩქარებული წესის, ყოველგვარი ჩართულობის, წინასწარი კონსულტაციების გარეშე მიიღოა სეთი მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება;
ეუთო/ოდირი აცხადებს, რომ ამ გადაწყვეტილებას შეიძლება, ძალიან დამაზიანებელი ეფექტი ჰქონდეს საქართველოში ადამიანის უფლებების დაცვაზე და ასევე, სხვა დამოუკიდებელი ინსტიტუტების საქმიანობაზე;
ის კატეგორიულად მოითხოვს და აძლევს რეკომენდაციას სახელმწიფოს, შეჩერდეს ამ კანონის მოქმედება”, – განაცხადა ნინო ლომჯარიამ.
თაგები:
ნინო ლომჯარია
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს