Logo

ნინო ლომჯარია – განსაკუთრებით შემაშფოთებელი იყო ჟურნალისტების მიმართ არსებული საფრთხის შემქნელი და მტრული გარემო

პოლიტიკა
613
Frontnews image description

დამაშინებელი გარემო, ძალადობა დეპუტატების კანდიდატებზე, ჟურნალისტებსა და მოქალაქეებზე – სახალხო დამცველმა ნინო ლომჯარიამ 2021 ადამიანის უფლებათა დაცვის მდგომარეობის შეფასებისას ადგილობრივი არჩევნების დროს დაფიქსირებულ დარღვევებსა და ჟურნალისტების მიმართ განხორციელებულ თავდასხმებზე ისაუბრა.  ლომჯარიას თქმით, შექმნილი დამაშინებელი გარემო გავლენას მოახდენდა ამომრჩეველის ნაწილის თავისუფალი ნების გამოვლენაზე. 

 

“არჩევნები უკიდურესად პოლარულ საარჩევნო გარემოში წარიმართა. სახალხო დამცველის ხელთ არსებული ინფორმაციით, სავარაუდო დისკრიმინაციულად, პოლიტიკური შეხედულების გამო სამსახურიდან გაათავისუფლეს და შეავიწროეს 69 პირი, როლო 59 ოპოზიციური კანდიდატის მიმართ განხორციელდა სავარაუდო ზეწოლა და დაშინება მათი მხრიდან კანდიდატობაზე უარის თქმის მიზნით, რის შედეგადად, რამდენიმე გამონაკლისის გარდა, უმეტესმა მათგანმა ზეწოლის შედეგად კანდიდატურა მოხსნა. სახალხო დამცველი იაზიარებს ადგილობრივი და საერთაშორისო დამკვირვებლების შეფასებას, რომ ამომრჩეველთა სავარაუდო ზეწოლისა და დაშინების ფაქტები და შექმნილი დამაშინებელი გარემო გავლენას მოახდენდა ამომრჩეველის ნაწილის თავისუფალი ნების გამოვლენაზე” , – განაცხადა ლომჯარიამ. 

 

სახალხო დამცველის განცხადებით, ბოლო წელი გამორჩეული იყო მედიის მიმართ თავდასხმების გაძლიერებით, რაც ხშირად წახალისებულია მაღალი თანამდებობის პირების განცხადებებით.  

 

“განსაკუთრებით შემაშფოთებელი იყო ის საფრთხისშემქნელი და მტრული გარემო, რაც ჟურნალისტების მიმართ ქვეყანაში ბოლო წლების და განსაკუთრებით ბოლო წლის განმავლობაში არსებობდა. სახალხო დამცველმა  იდენტიფიცირება გაუკეთა და აღრიცხა მედიის წარმომადგენლებზე ფიზიკური თავდასხმის ათობით შემთვევა.  აქ არ იგულისხმება მხოლოდ 5 ივლისის მოვლენები. სამწუხაროდ, ჩვეულ პარაქტიკად ჩამოყალიბდა პოლიტიკური თანამდებობის პირთა მხრიდან ჟურნალისტების მიმართ ცინიკური და აგდებული დამოკიდებულება და მათი დისკრედიტაციისკენ მიმართული განცხადებები.  

 

5 ივლისის  მოვლენები ასევე ცხადყოფს,  რომ საქართველოს ხელისუფლებამ არა თუ ვერ აღკვეთა ჟურნალისტებისა და ზოგადად, მოქალაქეების მიმართ ძალადობა, რამაც მათ ჯანმრთელობას დაა სოცოცხლეს რეალური საფრთხე შეუქმნა, არამედ, უფრო მეტიც მაღალი თანამდებობის პირთა დისკრიმინაციულმა განცხადებებმა აღნიშნული ძალადობა წააქეზა კიდევაც”, – განაცხადა სახალხო დამცველმა.

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები