ნინო ლომჯარია - ის ადგილი უნდა ყოფილიყო დაცული, შემოღობილი და ნიშანი უნდა გაკეთებულიყო


ავტორი
Front News საქართველო
ის ადგილი უნდა ყოფილიყო დაცული, შემოღობილი და ნიშანი უნდა გაკეთებულიყო და იქ მოქალაქეებს დგომის და გავლის საშუალება არ უნდა მისცემოდათ, - ამის შესახებ საზოგადოებრივი პლატფორმის “საქართველოს ევროპული ორბიტას” დამფუძნებელმა ნინო ლომჯარიამ განაცხადა.
მისივე თქმით, თბილისის მერიის წარმომადგენლებმა აღნიშნულზე პასუხისმგებლობა ადგილობრივ მოსახლეობას დააკისრეს.
"ბრალი მთლიანად ადამიანებზე აქვთ გადმოტანილი, მერიიდან თანამდებობის არცერთ პირს ერთი წამით საკუთარ თავზე არ აუღია ბრალი. ადამიანს ვუყურებდი და მოქალაქეებს აბრალებდა. რა შუაშია, იქ ვიღაც მცხოვრები გაურიგდა თუ არა იქ ბიზნესს. მცხოვრებლები ხომ არ დაზარალდნენ, გამვლელები და იქ მდგომები დაზარალდნენ. რა შუაშია ის, რომ ვიღაცამ არ ითანამშრომლა ბიზნესთან და არ გამოვიდნენ სახლიდან.
ის ადგილი უნდა ყოფილიყო დაცული, შემოღობილი და ნიშანი უნდა გაკეთებულიყო და იქ მოქალაქეებს დგომის და გავლის საშუალება არ უნდა მისცემოდათ.
ორი ადამიანია დაღუპული და კიდევ არ ვიცით, რამდენს ამოიყვანენ. კიდევ შეიძლება პროპაგანდაზე მუშაობდე?!
ჩემმა მეზობლებმა ათჯერ მისწერეს წერილი მერიას, რომ არის ავარიული სახლი და ათივეჯერ უპასუხეს, რომ არ გვაქვს ამის საშუალებაო. მერე გამოვა ასეთი ადამიანი და იტყვის, რომ მოქალაქეების ბრალიაო.
ოჯახის წევრებს ფსიქოლოგიური დახმარება და კომუნიკაცია სჭირდებათ", - განაცხადა ნინო ლომჯარიამ.
სადგურის მოედანზე კორპუსის ჩამონგრევის შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა, ერთი კლინიკაშია გადაყვანილი. მიმდინარეობს ძებნა-შველის სამუშაოები.
თაგები:
ნინო ლომჯარია

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს