ნინო ლომჯარია - ისე იქცეოდნენ, განცდა ჰქონდათ, რომ ხელშეუხებელი არიან, არის კადრები, სადაც მამაკაცები ფიზიკურად ძალადობენ ქალებზე და არავინ დაუკავებიათ


ავტორი
Front News საქართველო
ეს ძალადობა არის მათი არა თავდაჯერებულობა, არამედ შიშისა და გაურკვევლობის გამოხატულება. ეს კადრები იყო მათი ძალიან დიდი სისუსტისა და შიშის მტკიცებულება, - ამის შესახებ საზოგადოებრივი პლატფორმის “საქართველოს ევროპული ორბიტას” დამფუძნებელმა ნინო ლომჯარიამ განაცხადა.
მისივე თქმით, ქალებზე მოძალადე მამაკაცები ამ დრომდე დაკავებულები არ არიან.
"ისინი ისე იქცეოდნენ, რომ მათ განცდა ჰქონდათ, რომ ისინი ხელშეუხებელი არიან იმიტომ, რომ მათი მხრიდან აგრესიაში პოლიცია ნაკლებად ერეოდა. ჩვენ ვნახეთ, როგორ ართმევენ საკუთრებას, როგორ სცემენ, ათრევენ მათ. არის კადრები, სადაც მამაკაცები ფიზიკურად ძალადობენ ქალებზე და არავინ არ დაუკავებიათ. მათი სახელებიც იციან, სოციალურ ქსელში ვრცელდება მათი იდენტობები და არავინ დაკავებული არ არის, განსხვავებით მზია ამაღლობელისგან. ჩვენ უნდა მოვითხოვოთ მათი პასუხისგება იმიტომ, რომ ჩვენ გვაქვს უკვე სასამართლო პრაქტიკა, თუ როგორ სჯიან აქტივისტებს გამოგონილი ბრალით და ახლა ვნახავთ, რას იზამენ ისინი მათი მხარდამჭერი მოძალადე პირების მიმართ, სახესაც კი არ მალავდნენ ეს "ტიტუშკები", იმდენად "მწვანე შუქი აქვთ" ანთებული. ეს ძალადობა არის მათი არა თავდაჯერებულობა, არამედ შიშისა და გაურკვევლობის გამოხატულება. ეს კადრები იყო მათი ძალიან დიდი სისუსტისა და შიშის მტკიცებულება", - განაცხადა ნინო ლომჯარიამ.
მელიქიშვილის გამზირზე აქტივისტები და "ქართული ოცნების" ახალგაზრდული ფრთის წარმომადგენლები ერთმანეთს სიტყვიერად და ფიზიკურად დაუპირისპირდნენ.
თაგები:
ნინო ლომჯარია

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს