Logo

ნინო ლომჯარია – “კოვიდ 19“-თან დაკავშირებული რეგულაციები წესდებოდა პოლიტიკური თუ სხვა მიზანშეწონილების გათვალისწინებით

პოლიტიკა
832
Frontnews image description

“კოვიდ 19“-თან დაკავშირებული რეგულაციები წესდებოდა არა მეცნიერული, სამედიცინო, ან ეპიდემიოლოგიური გათვლებით, არამედ პოლიტიკური, თუ სხვა მიზანშეწონილების გათვალისწინებით, – ამის შესახებ სახალხო დამცველმა საგანგებო ბრიფინგზე  2021 წელს ადამიანის უფლებათა დაცვის მდგომარეობის შეფასებისას განაცხადა.

 

მისი თქმით, პანდემიის არასწორად მართვით სახელმწიფომ ადამიანების ჯანმრთელობის უფლების დაცვას რეალური საფრთხე შეუქმნა.

 

“წლის განმავლობაში სახალხო დამცველმა არაერთგზის გააკრიტიკა ხელისუფლება კოვიდ 19-ის  მართვის იმ მიდგომებისა და მოდელის გამო, რამაც სახელმწიფოს მხრიდან ადამიანის სიცოცხლისა და ჯანმრთელობის უფლების დაცვას რეალური საფრთხე შეუქმნა. 

 

მიგვაჩნია, რომ არაეფექტური იყო სახელმწიფოს მიერ ვაქცინაციასთან დაკავშირებული საინფორმაციო კამპანია. გარდა ამისა, კორონავირუსის წინააღმდეგ საბრძოლველად რეგულაციების შემოღებისა თუ მოხსნის თაობაზე გადაწყვეტილებები უმეტესწილად კონკრეტულ მეცნიერულ მტკიცებულებებს და საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკას არ ეფუძნებოდა. ამის საუკეთესო მაგალითია მუდმივი მწვანე პასპორტების შემოღება, გარკვეული პერიოდის განმავლობაში პირბადის ტარების ვალდებულების გაუქმება და ასე შემდეგ,  რაც ტოვებდა შთაბეჭდილებას, რომ რეგულაციები წესდებოდა არა მეცნიერული ან სამედიცინო, ან ეპიდემიოლოგიური გათვლებით, არამედ პოლიტიკური თუ სხვა მიზანშეწონილების გათვალისწინებით”- განაცხადა ლომჯარიამ.

 

 

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები