Logo

ნინო ლომჯარია – მაქვს განცდა, რომ იმავე წრეზე მივდივართ, ოღონდ სხვა ტელეკომპანიასთან მიმართებით

პოლიტიკა
1032
Frontnews image description

მაქვს განცდა, რომ იმავე წრეზე მივდივართ, ოღონდ სხვა ტელეკომპანიასთან მიმართებით, –  ამის შესახებ სახალხო დამცველმა ნინო ლომჯარია დავით კეზერაშვილის წინააღმდეგ თავდაცვის სამინისტროს მიერ სარჩელის სასამართლოში შეტანის გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით განაცხადა. 

 

ლომჯარიას თქმით, ეს არ ემსახურება ჯანსაღ მიზანს. 

 

“ეს ხომ პირველად არ ხდება ჩვენს ქვეყანაში. მსგავსი სცენარებით პროცესების განვითარება ვნახეთ იგივე “რუსთავი 2”-თან მიმართებით და მაშინაც გვახსოვს რამხელა პრობლემები შეუქმნა ტელეკომპანიას ყადაღასთან დაკავშირებით მიღებულმა გადაწყვეტილებამ და ზოგადად, ამ სასამართლო პროცესებმა და რით დასრულდა საბოლოოდ ეს პროცესები.

 

მე, სამწუხაროდ, ნამდვილად მაქვს ეს განცდა, რომ იმავე წრეზე მივდივართ, ოღონდ სხვა ტელეკომპანიასთან მიმართებით. ეს ყველაფერი არ ტოვებს ბუნებრივი პროცესების შთაბეჭდილებას”- , განაცხადა ნინო ლომჯარიამ ტელეკომპანია “ფორმულასთან”.

Advertisement