Logo

ნინო ლომჯარია – მე მაქვს შეკითხვები, მისი მხრიდან რატომ არ იდგმება შესაბამისი ნაბიჯი

პოლიტიკა
15.06.2022 / 13:45
Frontnews image description

სახალხო დამცველ ნინო ლომჯარიას განცხადებით, პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს ბევრის გაკეთება არ შეუძლია, თუმცა რისი მანდატი და შესაძლებლობაც აქვს, შესაბამისი ნაბიჯების გადადგმა მასაც შეუძლია.

 

“იყო საკითხები, რაშიც ვეთანხმები პრეზიდენტს, მაგალითად ის, რომ მან ძალიან სამართლიანად გააკრიტიკა საქართველოს ხელისუფლება იმ განუხორციელებელი რეფორმების და შეუსრულებელი ვალდებულებების გამო, რაც საქართველოს ხელისუფლებამ აიღო ევროკავშირის და მისი უმაღლესი წარმომადგენლობის წინაშე. 

 

თუმცა, მეც მაქვს შეკითხვები პრეზიდენტთან, იმიტომ რომ თუ ის თვლიდა, რომ გარკვეული საკანონმდებლო ცვლილებები და კანონები, რისი მიღებაც იყო გაუმართლებელი, მასაც შეეძლო ემოქმედა და ან ვეტო დაედო ამ კანონებისთვის, ან როგორც ვიცით, შეუძლია შეწყალების უფლება გამოიყენოს და ნიკა გვარამიასთან დაკავშირებით მივმართე კიდეც, მაგრამ რატომღაც არ ახსენა, რომ რეზოლუციაში ეს საკითხიც მოხსენიებულია და გვერდი აუარა შეწყალების საკითხს. 

 

მე მაქვს მასთან შეკითხვები, მისი მხრიდან რატომ არ იდგმება შესაბამისი ნაბიჯი, რაც ჩაითვლებოდა ევროკავშირის მოთხოვნების შესრულებად. რა თქმა უნდა, მას ბევრის გაკეთება არ შეუძლია, თუმცა რისი მანდატი და შესაძლებლობაც აქვს, ვფიქრობ, თუკი პრეტენზიები აქვს მთავრობასთან, მასაც შეუძლია შესაბამისი ნაბიჯების გადადგმა”, – განაცხადა ლომჯარიამ. 

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები
მსგავსი სიახლეები