Logo

ნინო ლომჯარია – მიხეილ სააკაშვილმა საჭირო ფსიქოთერაპიული კურსი ვერ მიიღო, რამაც ბევრი რამ გაართულა

Frontnews image description

მიხეილ სააკაშვილმა საჭირო ფსიქოთერაპიული კურსი ვერ მიიღო, რამაც ბევრი რამ გაართულა – ამის შესახებ სახალხო დამცველმა ნინო ლომჯარიამ განაცხადა.

 

მისი თქმით, სახალხო დამცველის ექსპერტთა ჯგუფის ექიმების პირველი რეკომენდაცია სწორედ ამ კურსის ჩატარებაა. 

 

“როდესაც პაციენტს ჭირდება სამედიცინო დახმარება და ეს მას არ მიეწოდება, ეს შეიძლება დაკვალიფიცირდეს, როგორც არასათანადო მოპყრობა.  ამიტომ ჩემთვის, როგორც უფლებადაცვილთი ინსტიტუციისთვის მნიშვნელობანია, რომ მქონდეს ინფორმაცია,  აქვს თუ არა პაციენტს/პატიმარს ამის საჭიროება და მიეწოდება თუ არა მას ეს სამედიცინო დახმარება. ამიტომ,  რა თქმა უნდა, დროთა განმავლობაში კიდევ დავაკვირდებით პროცესებს. გიდასტურებთ, რომ მან საჭირო ფსიქოთერაპიული დახმარება ვერ მიიღო, ბევრი რამ გაართულა ამან ფსიქოსომატური თვალსაზრისით, ვფიქრობთ, რომ ეს დახმარება რომ ყოფილიყო შეთავაზებული,  სხვა თავლსაზრისითც უფრო მეტი წინსვლა იქნებოდა”, – განაცხადა ლომჯარიამ.   

 

რაც შეეხება ფარმაკოლოგიური წამების საკითხს, სახალხო დამცველი აცხადებს, რომ ეს არ დასტურდება. 

 

“ეს იყო ერთ-ერთი საყურადრებო საკითხი, ჩვენი  ექსპერტები მიიჩნევენ, ის რეკომენდაცია,  რაც გაიცა ერთ-ერთი ექიმის მხრიდან,  სასურველი იყო მცირე დოზით გაზრდა და არა იმ მასშტაბით,  რაც შეთავაზებული იყო.  თუმცა,  როგორც ვიცით, ეს დოზა მას არ მისცემია. გარდა ამისა, ეს დოზაც,  რაც იყო შეთავაზებული, ნორმის ფარგლებში ჯდება. ასე რომ, ამ კვალიფიკაციას,  რომ ეს იყო ფარმაკოლოგიური წამება, ჩვენ ვერ მივცემთ”, – განაცხადა სახალხო დამცველმა „ტვ პირველის“ ეთერში.

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები