
ავტორი
Front News საქართველო
მნიშვნელოვანია, გაეწიოს დახმარება ქართულ საზოგადოებას დასავლელი პარტნიორების მხრიდან, რადგან ჩვენ აქ ვიბრძვით, – ამის შესახებ საზოგადოებრივი პლატფორმის “საქართველოს ევროპული ორბიტას” დამფუძნებელმა ნინო ლომჯარიამ განაცხადა.
მისივე თქმით, მნიშვნელოვანია, რომ ქართველი ხალხის მხარდაჭერა იყოს საერთაშორისო დღის წესრიგში.
“მიუნხენის კონფერენციაზე მთავარი თემა იქნება უკრაინის საკითხი და ძალიან მნიშვნელოვანია, რომ საქართველო ასევე იყოს ამ კონტექსტში, ჩვენი დასავლელი პარტნიორების დღის წესრიგში. მათ ჩვენ მუდმივად უნდა ვუთხრათ, რომ საქართველოშიც მიმდინარეობს რუსული და ავტოკრატიული გავლენების გაძლიერება.
მნიშვნელოვანია, გაეწიოს დახმარება ქართულ საზოგადოებას დასავლელი პარტნიორების მხრიდან, რადგან ჩვენ აქ ვიბრძვით, ვუწევთ წინააღმდეგობას, ეს ასეც გაგრძელდება, მაგრამ მნიშვნელოვანია, რომ ქართველი ხალხის მხარდაჭერა იყოს საერთაშორისო დღის წესრიგში”, – განაცხადა ნინო ლომჯარიამ.
თაგები:
ნინო ლომჯარია
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს