
ავტორი
Front News საქართველო
სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია დღის განმავლობაში მის განცხადებასთან დაკავშირებით გაკეთებულ კომეტარებს სოციალურ ქსელში ეხმაურება.
“დღის ბოლოს, მოკლედ რომ შევაჯამო განვითარებული მოვლენები:
სახალხო დამცველმა აიღო ხელისუფლების მიერ შექმნილი კონსილიუმის დასკვნა, რომლის თანახმადაც მიხეილ სააკაშვილის ჰოსპიტალიზაცია უნდა განხორციელდეს ისეთ კლინიკაში, სადაც იქნება მრტ, კტ, დუპლერ სკანირების აპარატი;
ექსპერტები წავიდნენ ციხის საავადმყოფოში და შეამოწმეს, იყო თუ არა ადგილზე აღნიშნული აპარატურა;აღმოჩნდა, რომ არ იყო, რის შესახებაც საჯაროდ დავწერეთ;
ამას მოყვა შემდეგი რეაქციები:
დეპუტატმა ალუდა ღუდუშაურმა განაცხადა, რომ სახალხო დამცველი არის პოლიტიკურად მიკერძოებული;
ბ-ნმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ აღარ დაუშვებენ, რომ სახალხო დამცველი აღარ იყოს პარტიის კონტროლის ქვეშ;
დედაქალაქის მერმა ნერვიულად გადაიხარხარა…
რა შეიძლება ვთქვა? კაი, ჩემო ძმაო, გასაგებია ყველაფერი… :)))”, – წერს ლომჯარია.
<iframe src=”https://www.facebook.com/plugins/post.php?href=https%3A%2F%2Fwww.facebook.com%2Fnino.lomjaria.1%2Fposts%2F10158302151846347&show_text=true&width=500″ width=”500″ height=”304″ style=”border:none;overflow:hidden” scrolling=”no” frameborder=”0″ allowfullscreen=”true” allow=”autoplay; clipboard-write; encrypted-media; picture-in-picture; web-share”></iframe>
თაგები:
ნინო ლომჯარია
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს