ნინო ლომჯარია – პრემიერმა უმრავლესობის დიქტატურა გამოგვიცხადა პრაქტიკულად


ავტორი
Front News საქართველო
სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია პრემიერ-მინისტრის დღევანდელ განცხადებას გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ირაკლი ღარიბაშვილმა პრაქტიკულად “უმრავლესობის დიქტატურა გამოგვიცხადა”.
“პრემიერმა უკვე ძალიან ცალსახად და ნათლად დაადასტურა ის, რაზეც ვსაუბრობდით. პრაქტიკულად თქვა, რომ ეს იყო მისი პოლიტიკური გადაწყვეტილება, რომ 5 ივლისს არ ყოფილიყო სათანადო რაოდენობით პოლიცია ორგანიზებული და ხელი არ შეეშალათ მოძალადეთა თარეშისთვის და თავდასხმებისთვის, ეს დაადასტურა მან, რომ ეს მათი პოლიტიკური გადაწყვეტილება იყო, რომ პოლიცია არ ყოფილიყო სათანადოდ წარმოდგენილი და წინააღმდეგობა არ გაეწია ამ ადამიანებისთვის. ასევე გვითხრა, რომ არა მარტო ამ შემთხვევაში, არამედ სამომავლოდაც, რასაც უმრავლესობა გადაწყვეტს, ისე იქნება. შესაბამისად, უმცირესობის უფლებები არ იქნება დაცული. უმრავლესობის დიქტატურა გამოგვიცხადა პრაქტიკულად. ამას არაფერი საერთო არ აქვს დემოკრატიასთან, ადამიანის უფლებებთან” – განაცხადა ნინო ლომჯარიამ.
თაგები:


ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

მეუფე ნიკოლოზმა მიხეილ სააკაშვილი მოინახულა