
ავტორი
Front News საქართველო
რა მნიშვნელობა აქვს სახელების და გვარების ჩანაცვლებას, ეს თვითაღიარებული მთავრობა და თვითაღიარებული პარლამენტია, – ამის შესახებ საზოგადოებრივი პლატფორმის “საქართველოს ევროპული ორბიტას” დამფუძნებელმა ნინო ლომჯარიამ სამთავრობო ცვლილებებთან დაკავშირებით განაცხადა.
მისივე თქმით, თანამდებობებზე ადამიანების შეცვლას აზრი არ აქვს.
“რა მნიშვნელობა აქვს სახელების და გვარების ჩანაცვლებას. ეს თვითაღიარებული მთავრობაა, თვითაღიარებული პარლამენტია და სიმართლე გითხრათ, არანაირი მნიშვნელობა არ აქვს, ერთ სახელს მეორე სახელით როგორ შეცვლიან. მათ არ აქვთ საერთაშორისო აღიარება, არავინ ართმევთ ხელს და არავის უნდა მათ გვერდით ჯდომა. ეს არის ფაქტი”, – განაცხადა ნინო ლომჯარიამ.
პრემიერ-მინისტრმა საგარეო საქმეთა მინისტრის თანამდებობაზე მაკა ბოჭორიშვილის, იუსტიციის მინისტრად – ანრი ოხანაშვილის, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრად დავით სონღულაშვილის კანდიდატურები წარადგინა.
თაგები:
ნინო ლომჯარია
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს