
ავტორი
Front News საქართველო
სახალხო დამცველის ნინო ლომჯარას თქმით, მისი მიმართვის ადრესატი პრემიერია, რომელსაც აქვს უფლება არსებული ეპიდვითარებიდან გამომდინარე გამოაცხადოს საგანგებო მდგომარეობა.
“ჩემი მიმართვის ადრესატი იყო პრემიერ-მინისტრი. მას აქვს უფლება, რომ გამოაცხადოს საგანგებო მდგომარეობა და საგანგებო მდგომარეობა არის არჩევნების გადადების ერთადერთი საფუძველი, საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების საფუძველი არის ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა. ასევე მივმართავ ეპიდემიოლოგებსაც, გააკეთონ თავიანთი პროგნოზები და გვითხრან, რამდენად ელოდებიან არჩევნების შემდეგ ინფიცირებულების ზრდას და არის თუ არა მზად ჯანდაცვის სექტორი.
თუ ყველა ვაღიარებთ, რომ არჩევნები ზრდის მობილობას, შესაბამისად ზრდის ინფიცირებულთა რაოდენობას, მაშინ რა გეგმა აქვს სახელმწიფოს ერთ თვეში, როდესაც გვექნება არჩევნები და დიდი ალბათობით კიდევ უფრო გაიზრდება ინფიცირებულთა რაოდენობა. რატომ იღებთ ამ გადაწყვეტილებას ადამიანების სიცოცხლის უფლების ხარჯზე”, – აცხადებს ნინო ლომჯარია
თაგები:
ნინო ლომჯარია
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს