
ავტორი
Front News საქართველო
როდესაც ეს კითხვები ჩნდება, გვყავს თუ არა პრორუსი ხელისუფლება, ეს ნიშნავს, რომ არის რაღაც სერიოზული პრობლემა, – ამის შესახებ საქართველოს სახალხო დამცველმა ნინო ლომჯარიამ განაცხადა.
მისი თქმით, ქვეყანაში, რომლის ოცი პროცენტი რუსეთის მიერ არის ოკუპირებული, ასეთი კითხვა, წესით, არ უნდა არსებობდეს.
“ქვეყანაში, რომლის ტერიტორიების 20 პროცენტი არის ოკუპირებული რუსეთის მიერ და ასეთი კითხვები უჩნდებათ საქართველოს მოქალაქეებს და ყველას გვიტრიალებს ეს კითხვა თავში, ჩვენს მეგობრებს საზღარგარეთ და პარტნიორებს, ეს უკვე სერიოზული პრობლემაა. როგორ შეიძლება ეს კითხვა – გვყავს თუ არა პრორუსი ხელისუფლება, გვიჩნდებოდეს საქართველოში?! ეს კითხვები რადგან ჩნდება, არის რაღაც სერიოზული პრობლემა. მაგალითად, ადამიანის უფლებებს რომ დავუბრუნდეთ და ევროინტეგრაციის პროცესს, გუშინ გამოქვეყნდა ევროკავშირის პარლამენტის ანგარიში და ასევე მე გამოვაქვეყნე ადამიანის უფლებების დაცვის ანგარიში. როდესაც ვკითხულობდი ამ ძალიან კრიტიკულ ანგარიშს, მეც გამოჩნდა ეს შეკითხვა. როდესაც დასავლეთი გეუბნება, რა გაქვს გასაკეთებელი და შენ ამას არ აკეთებ, მაშინ ვის ინტერესებში შედის ეს? საქართველოს ინტერესებში რომ არ არის, ეს ცხადია“, – განაცხადა ნინო ლომჯარიამ.
თაგები:
ნინო ლომჯარია
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს