
ავტორი
Front News საქართველო
უნდა გვახსოვდეს, რომ გასულ წელს, “რუსული კანონის” საწინააღმდეგო აქციების მიმდინარეობისას 19 პირი იქნა დაკავებული. დღეის მდგომარეობით, ყველას მიმართ დადგა გამამტყუნებელი განაჩენი, – ამის შესახებ საზოგადოებრივი პლატფორმის “საქართველოს ევროპული ორბიტას” დამფუძნებელმა ნინო ლომჯარიამ განაცხადა.
მისივე თქმით, ჩატარებული საპროცესო მოქმედებები დაკავებული აქტივისტების მიმართ უკანონოა.
“ჩვენ უნდა გვახსოვდეს, რომ გასულ წელს, “რუსული კანონის“ საწინააღმდეგო აქციების მიმდინარეობისას 19 პირი იქნა დაკავებული. დღეის მდგომარეობით, ყველას მიმართ დადგა გამამტყუნებელი განაჩენი. ჩვენ მიერ შესწავლილი საქმეები ცხადყოფს ერთგვაროვან ტენდენციას, რომ საპროცესო მოქმედებები ამ საქმეებში ჩატარებულია კანონის მოთხოვნათა დარღვევით და უკანონოა. განსაკუთრებით პრობლემატურია ჩხრეკა-ამოღების და ექსპერტიზის საკითხები.
ერთ-ერთი პირი, რომლის მიმართაც დადგა გამამტყუნებელი განაჩენი, შეიწყალა პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა.
უნდა აღინიშნოს, რომ გიორგი ოკმელაშვილის შემთხვევაში და სხვა ბრალდებულების შემთხვევაშიც, ამის შემდგომ მოსამართლის და პროკურატურის მხრიდან კოორდინირებულად მოხდა მათი საქმეების გაჭიანურება, გახანგრძლივდა საქმის განხილვის დრო, რომ დამდგარიყო გამამტყუნებელი განაჩენი მას შემდეგ, როდესაც ზურაბიშვილს გაუვიდოდა საპრეზიდენტო ვადა, რათა აერიდებინათ საპრეზიდენტო შეწყალება მათთვის. ეს ადასტურებს ამ საქმეზე პროკურატურის და სასამართლოს პოლიტიკურ მოტივაციას”, – განაცხადა ნინო ლომჯარიამ.
თაგები:
ნინო ლომჯარია
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს