ნინო ლომჯარია – სააკაშვილმა იცოდა, რომ უნდა გადაეყვანათ სამოქალაქო კლინიკაში და დათანხმდა


ავტორი
Front News საქართველო
სახალხო დამცველის ნინო ლომჯარიას განცხადებით, მიხეილ სააკაშვილმა უთხრა, რომ რუსთავის ციხიდან გაყვანის დროს, მას დაუმალეს, რომ გლდანის ციხის საავადმყოფოში გადაჰყავდათ.
კერძოდ, სააკაშვილს უთხრეს, რომ ის სამოქალაქო კლინიკაში უნდა გადაიყვანონ, რის შემდეგაც ის რუსთავის ციხის ექიმებს დაემშვიდობა და ნივთების მოგროვება დაიწყო.
“სააკაშვილის განცხადებით, მან იცოდა, რომ უნდა გადაეყვანათ სამოქალაქო კლინიკაში და დათანხმდა აღნიშნულს. თუმცა, რუსთავის ციხეშიც ვიყავით და იქ რაიმე ოფიციალური დოკუმენტი გაფორმებული არ არსებობს, სადაც აცნობენ სააკაშვილს, რომ გადაჰყავთ გლდანის ციხის საავადმყოფოში. მას შემდეგ რაც შემოიყვანეს გლდანის ციხის ტერიტორიაზე, სააკაშვილმა თქვა, რომ არ სურდა გადმოსვლა სამედიცინო დახმარების ავტომობილიდან. მისი თქმით, ძალის გამოყენებით შეიყვანეს. უარი განაცხადა, რომ ექიმს გაესინჯა. რაც შემეძლო მენახა მას დაზიანებები არ ეტყობა. თავადაც დაზიანებებზე არ საუბრობს. ამბობს, რომ დაემშვიდობა ციხის ექიმებს. სურდა კონსილიუმთან შეხვედრაც”, – განაცხადა ნინო ლომჯარიამ მიხეილ სააკაშვილის მონახულების შემდეგ.
